გამარჯვებით აღებული სტარტი

476

სტარტი აიღო ჰამბურგის ATP-ის 500-იანი რეიტინგის ტურნირმა, რომელშიც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი (ATP: 25) პირველ წრეში 26 წლის კოლუმბიელ ATP რეიტინგის 87-ე ნომერ უგო დელიენს დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია რომ, გასულ წელს ეს ტურნირი სწორედ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მოიგო და ამჯერად მას შარშანდელი სარეიტინგო ქულების დაცვა უწევს.

კოლუმბიელთან მატჩში თავიდან თანაბარი ორთაბრძოლა იყო, მეტოქეები საკუთარ მოწოდებებს იგერიებდნენ, თუმცა სეტის შუაწელში ქართველმა შეძლო ერთი ბრეიკ პოინტის აღება და შემდეგ უკვე სეტიც გამარჯვებით დაასრულა – 6:4.

მეორე სეტი ქართველის ბრეიკით დაიწყო, რასაც კოლუმბიელმა უკუბრეიკით უპასუხა, თუმცა საბოლოოდ ქართველმა მაინც იძალა, და საბოლოოდ 1 საათი და 8 წუთი დაჭირდა შეხვედრის მოსაგებად 6:4, 6:3.

მეორე წრეში ნიკოლოზის მეტოქეს 20 წლის ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინასა (ATP რეიტინგი: 127) და 25 წლის არგენტინელი ხუან ლონდეროს (ATP: 56) მატჩი გაარკვევს.

წყარო: lelo.ge

SHARE