გარდაიცვალა თბილისის დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელი ფირუზ კანთელაძე

421

70 წლისა გარდაიცვალა თბილისის “დინამოს” ლეგენდარული თაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა და 70-იანი წლების “ოქროს ხანის” ერთ-ერთი შემოქმედი, უბრალოდ, ერთი კარგი კაცი – ფირუზ კანთელაძე.

იყო ცენტრალური მცველი. “დინამოში” 1967-დან 1979 წლამდე თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში ჩაატარა 277 მატჩი და გაიტანა 3 გოლი. არის საბჭოთა კავშირის 1978 წლის ჩემპიონი, ვერცხლის მედალოსანი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი (1976, გაზაფხული-შემოდგომა). ასევე სსრ კავშირის თასის 2-გზის (1976, 1979) გამარჯვებული. ამასთან, 1976 წლის ფინალში (3:0) გაიტანა 11-მეტრიანი “არარატის” კარში.

ღირსების ორდენის კავალერი, ორჯერ დაასახელეს “33 საუკეთესო” ფეხბურთელის სიაში. ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის გამარჯვებული 1967 წელს.

წყარო: lelo.ge

SHARE