42 წლისა გარდაიცვალა ფერნანდო რიქსენი – ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ქვეყნის ნაკრების, “ალკმაარის”, “რეინჯერსისა” და “ზენიტის” ყოფილი მოთამაშე, რომელსაც 2013 წელს ამიტროფიული სკლეროზი დაუდგინდა. ეს ისეთი ავადმყოფობაა, რომელიც რამდენიმე წელიწადში იწვევს სიკვდილს. რიქსენმა იბრძოლა და… ცოტა მეტხანს გაძლო…
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ მან დაწერა წერილი და მეგობრები “ბოლო საღამოზე” მიიპაჟიჟა: “სალამი ყველას! 28 ივნისი ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, ბრძოლა სულ უფრო მძიმე ხდება. ამიტომ, ეს იქნება ჩემი ბოლო საღამო. მოდით ყველა და ეს საღამო დასამახსოვრებელი გავხადოთ. მალე შევხვდებით. ფერნანდო”, – ასეთი იყო ტექსტი, რომელიც რიქსენმა სპეციალური მოწყობილობით (მეტყველების გენერაციას ახდენს) დაწერა.
ეს საღამო მართლაც შედგა. გაჩნდა ვარაუდი, რომ “ბოლო საღამოს” დაანონსებით, რიქსენი თანახმა იყო ევთანაზიაზე (ავადმყოფის სიკვდილის დაჩქარებას მისივე თხოვნით). შეიძლება ასეც მოხდა, ან შეიძლება ბუნებრივი სიკვდილით წავიდა ამ ქვეყნიდან…
წყარო: lelo.ge