„გენტის“ გენდირექტორი: „რომას“ ჩაკვეტაძეზე…

327
ბელგიური “გენტის” გენერალურმა დირექტორმა მიშელ ლუვაჟმა ევროპა ლიგის 1/16-ფინალის კენჭისყრის შემდეგ ინტერვიუ მისცა იტალიურ siamolaroma.it-ს და ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეზეც ისაუბრა.

 

– ჩაკვეტაძე და იარემჩუკი: “რომას” მართლა აინტერესებდა ეს ორი ფეხბურთელი?
– გულწრფელად რომ გითხრათ, დიდი ხანია “რომასგან” არაფერი გვსმენია. ჩაკვეტაძის საკითხი მალევე დავხურეთ, ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელის ნაადრევად ხელიდან გაშვება არ გვინდოდა.

 

რაც შეეხება იარემჩუკს, მასზე საუბარი ბოლო სატრანსფერო ფანჯრის დროს იყო, თუმცა ისიც შევინარჩუნეთ და ალბათ, ბატონი შევჩენკო (უკრაინის ნაკრების მწვრთნელი) კმაყოფილია, რომ რომანს სათამაშო პრაქტიკა აქვს. ჯეკოს გვერდით მას ნაკლები სივრცე ექნებოდა”, – განაცხადა ლუვაჟმა.

 

“გენტი” და “რომა” ერთმანეთს ევროპა ლიგის 1/16-ფინალში შეხვდებიან. შეხვედრები თებერვალში გაიმართება.
წყარო: sportall.ge
SHARE