გვარდიოლამ „რეალთან“ დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა

360
“მანჩესტერ სიტის” ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ AS-თან საუბრისას ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ 1/8-ფინალურ დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

 

“ეს დაუჯერებელი დუელი იქნება. “რეალს” ამ ტურნირზე ჩვენზე უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ისინი ხომ ჩემპიონთა ლიგის მეფეები არიან.

 

ჩვენ ვეცდებით, ყველაფერი შესაძლებელი მოვიმოქმედოთ და იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდი ორ შესანიშნავ შეხვედრას ჩაატარებს.

 

ძალიან სასიამოვნოა ევროპის უძლიერეს 16 გუნდში მოხვედრა. ჩვენ “რეალთან” სათამაშოდ დაუღალავად მოვემზადებით. ვნახოთ, როგორ ფორმაში შევხვდებით ამ დაპირისპირებას და როგორ ფორმაში იქნება “რეალი”. თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გინდა, უძლიერესი გუნდების წინააღმდეგ მოგიწევს თამაში”, – აღნიშნა გვარდიოლამ.

 

1/8-ფინალური დაპირისპირების პირველი შეხვედრა “რეალსა” და “სიტის” შორის 26 თებერვალს, მადრიდში გაიმართება. საპასუხო მატჩს კი 17 მარტს მანჩესტერი უმასპინძლებს.
წყარო: sportall.ge
SHARE