გვილიამ გაიტანა და ხარისხი დაიწუნა: საქმე თავად გავირთულეთ

266

პოლონეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში თავი ვაკო გვილიამ გამოიჩინა. „კრაკოვიასთან“ გასვლაზე ვარშავის „ლეგიამ“ მორიგი 3 ქულა მოიპოვა (1:2), საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კი მეტოქეს გაუტანა.

ვაკო გვილიამ, რომელმაც სტუმრთა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა, 47-ე წუთზე მცველის შეცდომით ისარგებლა და მასპინძელთა კარი მეორედ აიღო. ეს „ლეგიას“ ფორმით მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გატანილი მეორე გოლი გახლდათ.

„კრაკოვიასთან“ ჩატარებული მატჩის შემდეგ „ლეგიას“ ოფიციალურ გვერდთან ვაკო გვილიამ კომენტარი გააკეთა და გუნდის თამაშის ხარისხი დაიწუნა.
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან ცოტა ხნის წინ პლოცკში „ვისლასთან“ დავმარცხდით და ვითარების გამოსწორება გვჭირდებოდა.

ჩავარდნილი მატჩის შემდეგ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე გოლიც გავიტანეთ და უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ მეტოქემ სხვაობა მაინც შეამცირა, რაც ჩვენი ბრალია. კონცენტრაცია დავკარგეთ და ბოლოს ვითარება თავად გავირთულეთ. ფეხბურთის ხარისხი სულ უნდა გავაუმჯობესოთ და შედეგის მიუხედავად, მუდმივად მაღალ დონეზე ვითამაშოთ – ეს კომენტარი ვაკო გვილიაამ „კრაკოვიასთან“ მატჩის შემდეგ „ლეგიას“ ოფიციალურ გვერდთან გააკეთა.

წყარო: lelo.ge

SHARE