გიბრალტართან სამი ქულა ბოლოს გადავარჩინეთ – 3:2

393

ვერ ვიტყვით, რომ საქართველომ მეტოქე საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. თუმცა სწორედ ამის გამო გიბრალტარელთა დაცვაში სივრცეები გაჩნდა და ამით კარგად ვისარგებლეთ მე-10 წუთზე: ლევან სენგელიამ ზუსტი და, რაც მთავარია, დროული პასი გაუკეთა გიორგი ხარაიშვილს. მანაც მშვენივრად დაამუშავა, მშვიდად შეაგორა მასპინძელთა კარში და ასევე მშვიდად აღნიშნა ნაკრების მაისურით გატანილი პირველი გოლი.

 

11 წუთში კიდევ ერთი გოლი ვიხილეთ. მართალია, ერთი შეხედვით გიბრალტარის კარს არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა ჯაბა კანკავა, რომელმაც ძალიან შორი დისტანციიდან ბურთი გაისწორა უძლიერესად დაარტყა და 2:0!

მეორე ტაიმში გიბრალტარი გამოფხიზლდა, საქართველოს კი ჩასთვლიმა და 66-ე წუთზე კასკიარომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, 74-ე წუთზე კი მეორეც გაგვიტანეს (ჩიპოლინამ) და გიბრალტარის ნაკრები ისტორიულ ფრეს მიუახლოვდა…

თუმცა 84-ე წუთზე ყველაფერი თავის ადგილას დადგა – ლევან შენგელიას მშვენიერი ჩაწოდების შემდეგ გიორგი ქვილითაიამ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა და საქართველომ 3:2 მოიგო.

გიბრალტარი (4-2-3-1): გოლდუინი – სერჯენტი, ჯ. ჩიპოლინა, რ. ჩიპოლინა, ოლივერო – მუელი, ბადრი – ლ. კაშიარო, ლ. უოლკერი, ბრიტო – დე ბარი.
საქართველო (4-2-3-1): ლორია – კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი – კანკავა, ხარაიშვილი – ყაზაიშვილი, ანანიძე, შენგელია – ლობჯანიძე.
არბიტრი: პაოლო ვალერი (იტალია)

წყარო: lelo.ge

SHARE