გიორგი აბურჯანია „ტვენტეში“ ითამაშებს

335

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია კარიერას ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბში, “ტვენტეში” გააგრძელებს.

გამოცემა Tubantia-ს ცნობით, “ტვენტემ” “სევილიასთან” შეთანხმებას მიაღწია და ქართველი ფეხბურთელი ჰოლანდიურ გუნდში 2-წლიანი იჯარით გადავა.

“ტვენტეს” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, გონსალო გარსია გარსია მოთამაშის კარიერის დროს, კვიპროსულ “ანორთოსისში” აბურჯანიას თანაგუნდელი იყო. ასევე, “ანორთოსისში” მუშაობდა “ტვენტეს” ტექნიკური დირექტორი ტედ ვან ლეუვენი. სწორედ ამ ორი ადამიანის დიდი წვლილია იმაში, რომ ტრანსფერი შედგება.

“სევილიამ” აბურჯანია 2016 წელს “ხიმნასტიკიდან” შეიძინა. 24 წლის ნახევარმცველს თამაში “სევილიას” მეორე გუნდში უწევდა. მან გასული სეზონი იჯარით სეგუნდა დივიზიონის “ლუგოში” გაატარა.

“ტვენტემ” გასულ სეზონში ჰოლანდიის რანგით მეორე დივიზიონში პირველი ადგილი დაიკავა, ახალი სეზონიდან კი ერედივიზიონში ითამაშებს.

წყარო: fanebi.com

SHARE