გიორგი ლორია წასვლაზე არ ფიქრობს, მაგრამ… ბელარუსთან თამაში, ალბათ, მარტში აჯობებს

352

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატი 15 მაისს შეწყვიტა და ჩემპიონად პირველადგილოსანი „ომონია“ გამოაცხადა, ხოლო თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ევროპის ლიგაზე ითამაშებს. კვიპროსული რადიო „სპორტ ფმ“-ის ცნობით, თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით, ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ ვარჯიშები შეაჩერა და მოთამაშეები დაითხოვა, ხოლო ჩემპიონატის საბოლოო შეჩერებით ყველაზე მეტად უკმაყოფილონი ქართველები დარჩნენ.
ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარე გიორგი ლორიამ ილაპარაკა.

„ჩვენ ვიყავით ერთად-ერთი გუნდი, რომელსაც სეზონის განახლება უნდოდა – რამდენადაც მე ვიცი, თავიდან სხვას ამის სურვილი არ გამოუთქვამს. მხოლოდ ბოლოს გვემხრობოდა ლანაკას აეკ-იც, რადგან ჩემპიონატის განახლების შემთხვევაში ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი მიეცემოდა და მათი გაგება მარტივია“ – ამბობს გიორგი ლორია.

საქართველოს ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მეკარის თქმით, ჩემპიონად ნიქოზიას „ომონიას“ გამოცხადება უსამართლობაა: „ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან მთელი სეზონი პირველ ადგილზე ვიყავით, მეორეზე კი კი მხოლოდ ბოლო ორ ტურში გადავედით – არა ქულებით, არამედ ბურთებით. რა თქმა უნდა, ასეთ დროს ჩემპიონატის ჩაშლის მომხრე არ იქნები. მიმაჩნია, რომ პირველი ადგილი ჩვენ უფრო დავიმსახურეთ. რაც ვიცი, ამასთან დაკავშირებით გულშემატკივართა ნაწილმა უეფაში წერილი გააგზავნა“.

23 ტურის შემდეგ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ და მისმა კონკურენტმა ნიქოზიას „ომონიამ“ 46-46 ქულა დააგროვეს. თემურ ქეცბაიას გუნდი მეტოქეს 21-ე ტურამდე ასწრებდა, „ომონია“ მხოლოდ ამის შემდეგ გაუთანაბრდა და მართალია, ქულებით ვერ გაასწრო, მაგრამ პირველ ადგილზე ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბალანსის წყალობით გავიდა. ფამაგუსტელები კი ევროპის ლიგაზე ითამაშებენ: „კონკურენტს ურთიერთშეხვედრებში ვერ ვაჯობეთ, მაგრამ ყველა სხვა პარამეტრებში წინ ვართ – მაგალითად, მოგებულ თამაშებში, ბურთების სხვაობაში. სახლში ფრედ ვითამაშეთ, გასვლაზე კი 0:1 წავაგეთ და ისიც – ავტოგოლით. ჩემპიონთა ლიგაზე ამის ხარჯზე ითამაშებს“.

გიორგის თქმით, ქეცბაიამ გუნდში შესვენებაზე კი გაუშვა, მაგრამ ვარჯიშებს მ,აინც აგრძელებენ: „სანამ სეზონი შეწყდებოდა, ვვარჯიშები ერთი კვირით ადრე დავიწყეთ. მერტე ჩემპიონატი შეაჩერეს და ჩვენც დაგვითხოვეს, მაგრამ გაურკვეველი ვადით. თუმცა ვინც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ვარხერხებთ, ინდივიდუალურად ვვარჯიშობთ. აქ ახლა დიდი სიცხეებია, დააახლოებით, 45-გრადუსამდე და ვარჯიში რთულია. თუმცა საღამოობით აბსოლუტურად ყველა ქართველი და სხვა უცხოელები ამას მაინც ვახერხებთ, ფორმა რომ შევინარჩუნოთ. მაგრამ დროების მიხედვით – ერთად ვერ ვახერხებთ“.

გამოცდილმა მეკარემ „ანორთოსისის“ საევროპე პერსპექტივაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა: „ბოლო წლებში გუნდს ჩავარდნა ჰქონდა და ევროპის ლიგაზე არ თამაშობდა. წელს, რაც ჩვენ მოვედით, ახალი გუნდი შეიქმნა – მოთამაშეთა 90 პროცეტი ახალი გახდათ. ასეთ შედეგს არავინ ელოდა, ჩვენს გარდა. ჩვენ მოვახერხეთ და მოლოდინებს გადავაჭარბეთ. ახლა ფეხბურთში დიდი კრიზისია და არ ვიცი, ტრანსფერები როგორ განხორციელდება. მაგრამ გუნდს რომ გაძლიერება სჭირდება, ორი აზრი არაა. ევროპის ლიგაზე სხვა დონეა და ოდნავ უფრო მეტი კლასის ფეხბურთელები გვჭირდება. იმედია მაქვს, ამას გუნდი გაითვალისიწნებს და ახალ მოთამაშეებს დაიმატებს, რომლებიც ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წაგვადგებიან“.

საქართველოს ნაკრების მეკარემ საკუთარ გეგმებზე ილაპარაკა: „მე გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. მაგრამ ეს ხელშეკრულება ოფციონის წესითაა გაფორმებული, ანუ კლუბის დატოვების უფლებაა გათვალისწინებული. ვერ ვიტყვი, რომ კლუბს გიჟივით ვეძებ. მაგრამ უკეთეს წინადადება თუ გამოჩნდება, რა თქმა უნდა, გააჩნია, შემოთავაზება საიდან იქნება დავფიქრდები და განვიხილავ. ჩემი კარიერის გაგრძელება სად სჯობია“.

გიორგიმ კვიპროსულ ფეხბურთში არსებულ ფინანსურ საკითხებზეც ილაპარაკა: „ყველა იძახდა – კვიპროსის ჩემპიონატი იმიტომ შეწყდა, რომ კლუბებს ხელფასების გადახდა არ უნდათ. ეს იყო რეალური მთავარი მოტივი, თუმცა, მთავარ საკითხად ჯანმრთელობაზე ზრუნვას ასახელებდნენ. ეს კვიპროსში და მსოფლიოში ყველა გუნდს შეეხო და რა თქმა უნდა, ჩვენც. გუნდთან ამის შესახებ მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს, რადგან გარკვეული დავალიანება აქვთ. ევროპის ლიგაზე თამაშამდე ასეთი მდგომარეობა სასიამოვნო არაა და არ ვიცი, ეს მოლაპარაკება როგორ დასრულდება. მაგრამ ჩვენც გუნდს უნდა გავუგოთ და გუნდმა კი – ჩვენ. იმედია, რაღაც ლოგიკურ დასკვნამდე მივალთ“.

„ჯვაროსნების“ მეკარემ ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს და ბელარუსის ნაკრებების შეხვედრაზე ილაპარაკა: „უეფას აღამასკომი კიდევ ერთხელ გადაიდო, რადგან თავადაც არ იციან, ამ პანდემიის გამო რა და როგორ იქნება. ჩემი აზრით, შემოდგომაზე ჩატარებასაც ვერ მოახერხებენ და უფრო ლოგიკური იქნება, ერთა ლიგის ნახევარფინალის მატჩები მომავალი წლის მარტში რომ გაიმართოს. მანამდე მეტ-ნაკლებად ვითარება ლიგებშიც დალაგდება და კალენდარიც გაწერილი იქნება – რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად. ამავე დროს, უფრო დიდი დრო იქნება, რომ ნაკრებები ამ თამაშებისთვის კარგად მოემზადონ. თორემ შემოდგომაზე ნებისმიერი შაბათ-კვირა შეიძლება შეარჩიონ და თამაშები ჩასვან. მაგრამ ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება, რადგან მოსამზადებალდ დრო იქნება საჭირო. ასეთი დიდი პაუზისა და ჩავარდნის შემდეგ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩების ჩატარება, რომელზეც ფაქტობრივად, ქვეყნების საფეხბურთოი ბედია დამოკიდებული, დასაფიქრებელია და არ შეიძლება – მით უფრო, ცარიელ ტრიბუნაზე“.

წყარო: lelo.ge

SHARE