გიორგი ნემსაძე: ეროვნულ ლიგაში პლეი ოფის გარეშე უნდა დავრჩეთ!..

256

გორის “დილამ” ბევრისთვის მოულოდნელად საჩემპიონო ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბა და ახლა ამ ბრძოლაში, ბათუმისა და თბილისის “დინამოს” გარდა “საბურთალოც” მონაწილეობსგიორგი ნემსაძის გაწვრთნილი გუნდი საშინაო ასპარეზზე მაგრად დაუდგა გია გეგუჩაძის დამოძღვრილბათუმის “დინამოს” და ორი ძალიან მნიშვნელოვანი ქულაც დაატოვებინა.

– როგორ შეაფასებდით ბათუმის “დინამოსთან” მატჩს?

– რა თქმა უნდა, ყველამ ვიცოდით, რა სირთულის თამაშიც გველოდა. ბათუმის “დინამო” ჩემპიონობისთვის იბრძვის და ამ ბრძოლაში მისთვის ყველა ქულა ძალიან მნიშვნელოვანია. გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ეს გუნდი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს – ფეხბურთს, რომელიც დაფუძნებულია ბურთის ფლობაზე, დომინირებაზე… ასეთი ფეხბურთის ყურება სიამოვნებს გულშემატკივარს. გამოგიტყდებით, ვიცოდი, როგორ ითამაშებდნენ ბათუმელები. როცა ასეთი ძლიერი მოწინააღმდეგე გყავს, შენც ყველანაირად ცდილობ, კონტრთამაში იპოვო, რაღაც დაუპირისპირო… მიმაჩნია, რომ ფრე ლოგიკური იყო. კი, შეიძლებოდა სხვა შედეგიც ყოფილიყო, ვთქვათ, გოშთელიანს რომ გაეტანა, ან ჩვენი კონტრშეტევა დასრულებულიყო შედეგიანად, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ საგოლე შანსები მეტოქესაც ჰქონდა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ – შედეგი ლოგიკურია…

– ეს გასაგებია, მაგრამ ახლა ის ვთქვათ, რამდენად მისაღები შედეგია ამ ეტაპისთვის?

– რა თქმა უნდა, ყველა მწვრთნელს ყველა თამაშზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გაჰყავს გუნდი, მაგრამ ჩვენ უნდა გავუწიოთ ანგარიში რეალობას – ჩვენი მეტოქე თითქმის შეუჩერებელი იყო ბოლო შეხვედრებში. გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის და კარგ ფორმაშია. აქედან გამომდინარე, ფრე ჩვენთვის კარგ შედეგად მიგვაჩნია.

– დილა” ბათუმელთათვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა – ზღვისპირელებმა თქვენთან ვერც საშინაო შეხვედრაში მოახერხეს გამარჯვება

– ამ თამაშზე მე ჩემი აზრი მაქვს. ჯერ ერთი, ძალიან რთულია შეხვედრის ჩატარება, როცა იწყება ახალი წრე ან სეზონი, როცა ახალი დასრულებულია მოსამზადებელი პერიოდი. მეც ვიყავი ფეხბურთელი და ეს ფაქტორი საკუთარ თავზე გამომიცდია. მეორეც – მიმაჩნია, რომ ბათუმელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა მეტოქის შეუფასებლობას.

– ალბათ, “დილას” მთავარი მიზანი ის არისრომ პლეი ოფის გარეშე შეინარჩუნოს ადგილი უმაღლეს ლიგაში

– “ალბათ” აქ ზედმეტია, სწორედ ეს არის მთავარი მიზანი! ცხრილს რომ ჩავხედოთ, ოთხეულში მოხვედრის შანსიც არის თეორიულად. უკეთეს ადგილზე უარს ვინ იტყვის? ასე თუ მიდგა საქმე, იმის შანსიც არის, რომ პლეი ოფში მოგვიხდეს თამაში. ასე რომ, ჩვენი მთავარი მიზანია, პლეი ოფს ავცდეთ.

– და ბოლოსგიორგი ჩოჩიშვილზე გკითხავთ – ფაქტიამისთვის ძალიან ნაყოფიერია თქვენთან თანამშრომლობაერთად ჯერ კიდევ “შევარდენში” მუშაობდითგიორგიმ ბათუმის “დინამოსთან” შეხვედრაში რამდენიმე ძალიან რთული ბურთი აიღო

– ძალიან კარგია, როცა ფეხბურთელი და მწვრთნელი ასე ეთავსებიან ერთმანეთს. გიორგი ჩემთან იყო “შევარდენში” და იქაც დიდი წვლილი შეჰქონდა გუნდის წარმატებაში. ასეა ახლაც. თუნდაც ბათუმელებთან შეხვედრამ ნათლად გვიჩვენა, რომ ის “დილასთვის” დიდი ძალაა. მე მას ბავშვობიდან ვიცნობ, როცა გოჩა ტყებუჩავას ვეხმარებოდი ასაკობრივ ნაკრებში. მას შემდეგ ძალიან გაიზარდა, მოუმატა… დიდი პოტენციალი აქვს, ამასთან, ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს გამოსვლებზე… არ ვარ მეკარეების მწვრთნელი და მეტს ვეღარ ჩავუღრმავდები, ამიტომ, ზოგადი შეფასებით დავკმაყოფილდები…

წყარო: lelo.ge

SHARE