გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ ჩაირიცხა

304
20 წლის ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას “ლევანტეში” გააგრძელებს – ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა.

“ხელი სამწლიან კონტრაქტს მოვაწერე. აქედან პირველ წელს გავატარებ მეორე გუნდის შემადგენლობაში. ერთი წლის შემდეგ გადაიხედება კონტრაქტი და იმედი მაქვს, მომიწევს მოსამზადებელი ეტაპის პირველ გუნდთან ერთად გავლა.

იმის იმედიც მაქვს, რომ წელსვე მომიწევს თამაში, “სამეფო თასზე” მაინც”, – განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.

ახალგაზრდა ქართველმა ბოლო ორი წელი ესპანეთში გაატარა. ის “ჟირონას” რიგებში ირიცხებოდა, თუმცა ოფიციალური შეხვედრები მხოლოდ კლუბის მეორე გუნდში ჩაატარა.

წყარო: sportall.ge
SHARE