გიორგი ჭანტურია საბურთალოს ფეხბურთელია!

376

მოლოდინი გამართლდა – გიორგი ჭანტურია “საბურთალოში” გააგრძელებს კარიერას. ინფორმაცია ეროვნული ლიგის ოფიციალურმა გვერდმაც გაავრცელა. 26 წლის ჭანტურიას ქართველი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ის სწორედ “საბურთალოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. იყო “ბარსელონას” ასაკობრივ გუნდში.

სხვადასხვა დროს იცავდა “ვიტესის”, “ალანიას”, “კლუჟის”, “ვერონას”, “დუისბურგის” და “ურალის” ღირსებას. ბოლო დროს ის უკლუბოდ იყო. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 12 მატჩი და გაიტანა 2 გოლი.

წყარო: lelo.ge

SHARE