გიორგი ჭიაბრიშვილი: ერთტაიმიან მატჩებზე უნდა გადავიდეთ… მაგრამ ამ გუნდს აქვს მომავალი და ძალიან დიდი ხანია, ამ გზით მივდივართ…

398

ზაგრების “დინამოსთან” მატჩის შემდეგ “საბურთალოს” მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა პრესკონფერენციაზე თამაში შეაჯამა:

– მეტოქე ” რეალი” და “ბარსელონა” არ იყო, მაგრამ ჩვენი გადასახედიდან, ზაგრების “დინამო” გრანდია და ძალიან მაღალი დონის შემსრულებლები ჰყავს. ჩვენ ასეთი დონის გუნდთან არ გვითამაშია. ეს “შერიფზე” ბევრად ძლიერი მეტოქე იყო…

– ვერ ვიტყვი, რომ წაგება ფიზიკური მოუმზადებლობის შედეგია. ეს უფრო მენტალური პრობლემაა. “შერიფთან” გუნდი საერთოდ არ დაღლილა, რადგან გავიტანეთ. ხორვატებმა კი ორივე შეხვედრაში გვაჯობეს და ვერ გავიტანეთ, რადგან დონით ზაგრების “დინამო” უკეთესი გუნდია…

– ჩვენ დღეს ბრძოლა წავაგეთ, მაგრამ წინ გველის ომი. ძალიან რთულია, ზაგრების “დინამოსთან” თამაშის დროს ევროპალიგის სავარაუდო მეტოქეზე იფიქრო. ახლა გვაქვს დრო, რომ “არარატ-არმენიას”  თამაში ვნახოთ და გავაანალიზოთ, რა დონის გუნდია. მაგრამ როგორი მეტოქეც უნდა იყოს, ვალდებულები ვართ, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ…

– პროგრამა-მინიმუმი? ალბათ, ერთტაიმიან თამაშებზე უნდა გადავიდეთ (იცინის). ამ გუნდს აქვს მომავალი. ძალიან დიდი ხანია, ამ გზით მივდივართ და ჩვენი მიზანი იყო, ევროტურნირების დასკვნით ეტაპამდე მივსულიყავით და საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებთ…

– გაგი მარგველაშვილს ამ დონის თამაშებისთვის საკმარისი გამოცდილება აკლია, მაგრამ რომ არ ვფიქრობდე, რომ ის კარგი ფეხბურთელია, შემადგენლობაში არ იქნებოდა. გუნდმა წააგო და არა კონკრეტულად ერთმა ფეხბურთელმა…

– ლუკა ლაკვეხელიანი ტრავმირებული არ არის. შანსი ჩაბრაძეს მივეცი. დღეს მსაჯობაზე პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ არბიტრები ფეხბურთელებს ლამის ყოველ შეხებაზე აფრთხილებენ. ლუკა შემდეგ ეტაპზე გვჭირდება და ყვითელ ბარათს ავარიდე…

წყარო: lelo.ge

SHARE