გიორგი ხარაიშვილი გიბრალტარიდან გიოტებორგში გადააფრინეს…

387

ხარაიშვილმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. ის სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გამთენიამდე დაჰყო. ამის შემდეგ გიორგი გიოტებორგში გადააფრინეს. ეჭვი იყო კისრის უმძიმეს ტრავმასა და ტვინის შერყევაზე, რაც საბედნიეროდ არ დადასტურდა.

“გიოტებორგის” ვებგვერდზე გავრცელდა გუნდის ექიმის კალე პერსონის კომენტარი, საიდანაც დამატებით ინფორმაციას ვიგებთ: “ველაპარაკე საქართველოს ნაკრების ექიმს. გიორგის მდგომარეობა ნორმალურია. მას რამდენიმე ტესტი ჩაუტარდა. ტვინის შერყევის სიმპტომი არ არის”, – ამბობს პერსონი.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ითამაშებს თუ არა ხარაიშვილი ალსვენსკანის (შვედეთის მთავარი ლიგა) ერთ-ერთ ლიდერ “იურგორდენთან” 21 ოქტომბრის საშინაო მატჩში.

წყარო: lelo.ge

SHARE