გოგა ბითაძემ იაო მინისა და ტიმ დანკანის მიღწევა გაიმეორა!

401
“ინდიანა პეისერსის” ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ NBA-ს ისტორიაში აღსანიშნავი მიღწევა დააფიქსირა, რომელიც აქამდე მხოლოდ 5-მა ადამიანმა გააკეთა.

 

გოგამ თავის სადებიუტო წელს ზედიზედ 3 შეხვედრაში 4 დაფარება მიითვალა და აქამდე ეს მხოლოდ რამდენიმე კალათბურთელმა გააკეთა:

 

NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრმა ტიმ დანკანმა, NBA-ს All-Star-ის 8-გზის მონაწილემ, ჩინელმა გიგანტმა იაო მინმა, NBA-ს 2-გზის ჩემპიონმა ლამარ ოდომმა, ასევე All-Star-ის მონაწილე კენიონ მარტინმა და “ბრუკლინის” ამჟამინდელმა 21 წლის ცენტრმა ჯარეტ ალენმა.

 

გოგამ ჯერჯერობით NBA-ში 6 შეხვედრა ჩაატარა. ქართველი საშუალოდ 18 წუთს თამაშობს. ამ დროში 6.7 ქულას, 5 მოხსნას, 1.5 შედეგიან გადაცემასა და 2.2 ბლოკს აგროვებს.

წყარო: sportall.ge

SHARE