გოგა ბითაძე: „მუხლი კარგადაა, ვემზადებით დეტროიტისთვის“

520

29 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე ინდიანა პეისერსი დეტროიტ პისტონს ესტუმრება. ამ მატჩში სტუმართა 20 წლის ახალბედის, გოგა ბითაძის თამაში საეჭვო იყო.

შეგახსენებთ, რომ ბითაძის დებიუტი NBA-ში კლივლენდთან მატჩში შედგა, სადაც მან მუხლი იტკინა. სეზონის პირველი მატჩი ინდიანას სწორედ დეტროიტთან ჰქონდა, ამ შეხვედრის განაცხადში გოგა კი იყო, მაგრამ მოედანზე გამოსვლა არ მოუწია.

ინდიანა პეისერსმა სოციალურ ქსელში კვირის ვარჯიშის ფოტოები გამოაქვეყნა, სხვებთან ერთად გოგაც ინტენსიურად ემზადება – მუხლის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. “მუხლი კარგად არის, ვემზადებით დეტროიტთან თამაშისთვის”, – ასეთი ტექსტით გაზიარდა ვარჯიშის ფოტო გოგა ბითაძის ფეისბუქგვერდზე.

ვნახოთ, გამოიყვანს თუ არა ქართველ კალათბურთელს ინდიანა პეისერსის თავკაცი დეტროიტთან კიდევ ერთ დაპირისპირებაში.

წყარო: popsport.ge

SHARE