გულის შეტევიდან 2 თვეში კასილასმა „პორტუსთან“ ერთად ივარჯიშა

356
როგორც ჩანს, ესპანელმა მეკარე იკერ კასილასმა განიზრახა, რომ გულის შეტევას არ მისცემს ნებას კარიერა დაასრულებინოს. იკერმა წინასასეზონო მოსამზადებელ პროცესში “პორტუს” პირველ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.
38 წლის მეკარემ გულის შეტევა 2 თვის წინ მიიღო და ყველა ფიქრობდა, რომ ამის შემდეგ კარიერის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა.
„ავუბრუნდით სამუშაოს, პირველი დღე” – დაწერა იკერმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე და თან ფოტოც დაურთო.
წყარო: sportall.ge
SHARE