დავით ასათიანის ახალი რეკორდი და სამი მიზეზი სიამაყისთვის…

299

რა თქმა უნდაგასული ტურში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა ლიდერთა მონაწილეობით გამართული მატჩებიისე მოხდარომ ჩემპიონობის ორივე გამოკვეთილმა ფავორიტმა ქულები დაკარგაორივე “დინამოს” წაფორხილებით კი მოქმედმა ჩემპიონმა ისარგებლა და… შარშანდელი ტრიუმფის გამეორების მშვენიერი შანსიც გაუჩნდა

…თუმცა, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს გასულ ტურში ისეთი იოლი მატჩი ელოდა, ამ კლუბის ისტორიაში, ალბათ, არასდროს რომ ყოფილა – “საბურთალოს” მეტოქე არა “ტორპედო”, არამედ, ამ კლუბის ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ჭაბუკთა გუნდი გახლდათ.

ჰოდა, რა გასაკვირი იყო, რომ მოქმედმა ჩემპიონმა უპრობლემოდ აიღო დაგეგმილი 3 ქულა, ქუთაისური კლუბის უკვე მართლაც ქრონიკულ პრობლემებს კი, სამწუხაროდ, ბოლო არ უჩანს და ძალიან ძნელი სათქმელია, როგორ უნდა შეძლოს მდიდარი ტრადიციების მქონე “ტორპედომ”… ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება?!.

ერთი შეხედვით,  “ტორპედოს” კომფორტული პოზიცია (მე-5 ადგილი) უკავია ცხრილში, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ქუთაისელებს პლეი აუტის ზონასთან მხოლოდ 6 ქულა აშორებთ. არადა, კახა ჩხეტიანის გუნდს დარჩენილი 5 მატჩიდან 4 ისეთი პაექრობა ელოდება, მეტოქეებსაც (“რუსთავი”, თბილისის “დინამო”, “დილა”, “ჩიხურა”) ქულები ჰაერივით რომ სჭირდებათ  და როგორ გინდა, 16-17 წლის ბიჭებმა ასეთ მოტივირებულ მეტოქეებთან სასურველ შედეგს მიაღწიონ?!.

…სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ადრეც ძალიან ბევრჯერ მომხდარა, როცა ესა თუ ის კლუბი მოედანზე სწორედ ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებით გასულა. სხვათა შორის, იმავე “ტორპედოს” შემთხვევაშიც ყოფილა მსგავსი ფაქტი. თუნდაც, 2006/07 წლების სეზონი გავიხსენოთ, როცა მოედანზე 16-17 წლის ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდი გასულა…

გნებავთ, 2007/08 წლების სეზონში, როცა თბილისის “მერანი” სტუმრად განადგურდა “ზესტაფონთან” (1:6) და დედაქალაქური გუნდი, ფაქტობრივად, გამოუცდელი პატარა ბიჭებით იყო დაკომლექტებული…

“ტორპედო”-“საბურთალოს” ეს მატჩი კიდევ დიდხანს იქნება განსჯის საგანი, ისევე, როგორც კიდევ კარგა ხანს გვემახსოვრება ქუთაისელთა 16 წლის(!) კაპიტნის დავით ასათიანის მორიგი გაბრწყინება. თუმცა, მანამდე ის უნდა ვთქვათ, რომ იმ დღეს “ტორპედოს” ერთდროულად 9 ფეხბურთელმა ჩაატარა სადებიუტო მატჩი უმაღლეს ლიგაში.

აი, ისინიც – 21 წლის ლუკა ფიფია, 19 წლის იაკობ მაღლაფერიძე, 18 წლის გიორგი აბზიანიძე, 17 წლის მურთაზ სანებლიძე, 16-16 წლის ოთარ აფრიდონიძე, აკაკი მელაძე, გურამ დეისაძესერგი ბაბუნაშვილი და 15 წლის ლუკა ელბაქიძე.

რაც შეეხება დანარჩენებს (22 წლის ნიკა ქორიძე, 19 წლის მათე აბულაძე, 18 წლის თამაზ შარვაშიძე და 18 წლის ვახტანგ ბოჭორიშვილი), ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მანამდე ეპიზოდურად უწევდათ თამაში და ისიც – შეცვლებზე. მასპინძელთა შემადგენლობაში ერთადერთი ფეხბურთელი, ვისაც ძირითადში ჰქონდა ამ სეზონში ნათამაშები, ზემოთ ნახსენები დავით ასათიანი გახლდათ, რომელსაც მანამდე 3 მატჩი ჰქონდა ჩატარებული.

ბარემ, ამ ნიჭიერი ბიჭის შთამბეჭდავი დებიუტიც გავიხსენოთ, როცა 16 სექტემბერს, XXII ტურის გამოტოვებული მატჩის (სხვათა შორის, მაშინაც “საბურთალოსთან”) ბოლო წუთზე შეძლო თბილისელთა ჩერნოგორიელ ფორვარდ ოგნიენ როლოვიჩს პენალტი აუღო!..

მან ამჯერადაც გამოიჩინა თავი და იმავე “საბურთალოსთან” კვლავაც შეძლო 11-მეტრიანის მოგერიება (ამჯერად, ნიკა სანდოხაძის დარტყმის შემდეგ). აღსანიშნავია, რომ ასათიანს წლეულს უკვე რამდენიმე სარეკორდო მაჩვენებლით შეუძლია იამაყოს: როგორც – ყველაზე ახალგაზრდა მეკარემ, როგორც – ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანმა და, რაც მთავარია, ერთადერთმა მეკარემ, მიმდინარე სეზონში 2 პენალტის მოგერიება რომ შეძლო!..

კიდევ არაერთი შემთხვევა ყოფილა

ამ ტურამდე, წლევანდელი სეზონში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი 16 წლის დავით ასათიანი გახლდათ. თუმცა, “საბურთალოსთან” მატჩში ქუთაისელთა მაისურით კიდევ ოთხი ისეთი ფეხბურთელი ვიხილეთ, ასევე 16-16 წლისანი რომ იყვნენ.

ეგ კი არა, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა და “ტორპედოს” ბოლო წლების წარმატებების მთავარმა შემოქმედმა კახა ჩხეტიანმა, შეცვლაზე შეიყვანა ლუკა ელბაქიძე, რომელიც… 15 წლის გახლავთ. ჰოდა, სწორედ ლუკა ელბაქიძეა წლევანდელ სეზონში ეროვნული ლიგის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი.

თუმცა, 15 წლისას საქართველოს ჩემპიონატში ადრეც არაერთ ფეხბურთელს უთამაშია და, ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ზაზა ჯანაშია გვახსენდება – დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ თავდამსხმელი, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი სწორედ 15 წლის ასაკში ჰქონდა…

… რუსთავის “გორდას” შემადგენლობაში 14 წლისამ ითამაშა კახა ალადაშვილმა, რომელიც პირველი გახლდათ, ვინც ამ ასაკში უმაღლეს ლიგაში ითამაშა. რა თქმა უნდა, ყველას ვერ ჩამოვთვლით, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, კიდევ არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა უმაღლეს ლიგაში ამა თუ იმ გუნდის მაისურით 15 წლის ფეხბურთელს უასპარეზია და შემდგომში წარმატებული და ხანგრძლივი კარიერაც ჰქონია…

მეტიც, მათზე უმცროსებიც ყოფილან: კლიმენტი წიტაიშვილმა (ზუგდიდის”ოდიში”) და დათო პეტრიაშვილმა (თბილისის “დინამო”) პირველი მატჩები უმაღლეს ლიგაში 14-14 წლისებმა ჩაატარეს…

იყო ორი, გახდა სამი!.. ანუ შეიძლება თუ არა თამაში ყანაში?

საქართველოს ეროვნული ლიგის XXXI ტური უკვე ისტორიის კუთვნილებაა. უქმეების მთავარი შედეგი, ალბათ, ის არის, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კვლავ 3 გუნდია ჩართული. გარდა ამისა, დიდი ამბები დატრიალდა ცხრილის ქვედა ნაწილში… მოკლედ, მივყვეთ თანამიმდევრობით…

ჩემპიონატის ლიდერმა ბათუმის “დინამომ” გორში ვერ მოიგო. “დილა” ბათუმელებისთვის ერთობ უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. გიორგი ნემსაძის გაწვრთნილი გუნდი კარგ ფორმაში შევიდა და ზედიზედ ხუთი წაუგებელი მატჩიც დაუგროვდა.

თამაში ისეთი იყო, როგორსაც ველოდით – გია გეგუჩაძის გუნდს მეტად ეჭირა ბურთი, “დილა” კი კონტრშეტევებზე ეძებდა ბედსა და ხეირს. რაღა შეხსენება გჭირდებათ, მაგრამ მაინც – გეგუჩაძე და ნემსაძე ერთად იყვნენ იმ თბილისის “დინამოში”, რომელმაც პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი ქართული კლუბია, უეფას თასის (დღევანდელი ევროპალიგა) ჯგუფურ ეტაპზე რომ ითამაშა.

“ბათუმი” მაინც ფავორიტად მოჩანს საჩემპიონო რბოლაში, თუმცა ასე არ იქნებოდა, დედაქალაქურ დერბიში “დინამოს” “ლოკომოტივი” რომ დაემარცხებინა. სხვათა შორის, რკინგზული კლუბი ტიტულოვან თანაქალაქელთათვის ძალზე უხერხული მეტოქეა – “დინამომ” მიმდინარე სეზონში ორი საშინაო შეხვედრიდან ერთიც ვერ მოუგო ლევან კორღალიძის გაწვრთნილ გუნდს.

ისე, როგორც “დინამომ” ითამაშა დერბიში, ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი არამც და არამც არ უნდა თამაშობდეს! რომ არა “დინამოს” ესპანელი მეკარე ხოსე პერალესი, ანგარიშში სხვაობა გაცილებით სოლიდური იქნებოდა.

საბოლოოდ, მოიგო გუნდმა, რომელსაც უნდა მოეგო: თორნიკე კირკიტაძის დარტყმულმა მიზანს მაშინღა უწია, როცა თამაშის დასრულებამდე აღარაფერი რჩებოდა. “დინამოს” საჩემპიონო გზა გვარიანად გართულდა.

დიდი ამბები იყო ივანწმინდაში, სადაც “ჩიხურამ” დამატებულ წუთებზე გატანილი 11-მეტრიანით მოუგო “რუსთავს”. ეს ეპიზოდი არაერთხელ ვნახე და ახლაც ვერ გამიგია ბოლომდე, იყო თუ არა წესების დარღვევა. ასე რომ, არბიტრზე ვერაფერს იტყვი – წამში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება…

ეგაა, მსაჯობის თემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება ჩვენთვის, ახლოვდება რა ფინიში. ელიტურ ლიგას ვინ ჩივის, დაბალ ლიგებში ისეთი ამბები, ჭორები და მითქმა-მოთქმებია, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. ამას ერთ წერილს უსათუოდ მივუძღვნით და იმთავითვე უნდა გავაფრთხილოთ “ძლიერნი ამა ქვეყნისანი”, რომ ჟურნალისტი გამომძიებელი არ არის, მისი ეჭვები კი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეამოწმონ…

ეს სხვა თემაა, ამ მატჩის მოგებით კი “ჩიხურამ” ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა დაინადავლა და უშუალო კონკურენტს პლეი ოფში თამაშის შანსი გაუზარდა…

როგორ იქნება, არ ვთქვათ: ისეთ მინდორზე, როგორზეც ეს შეხვედრა გაიმართა, თამაში უბრალოდ არ შეიძლება! ასეთ საფარზე ფეხბურთი წინ ვერა და უკან კი ნამდვილად წავა…

“სიონმა” ძვირფასი 2 ქულა დაკარგა “ვიტ ჯორჯიასთან”. ყველამ იცის, ვიტელებს რანგით დაბალ დივიზიონში დაქვეითება არ ასცდებათ, მაგრამ აუტსაიდერი ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩემპიონატში ადგილების გადანაწილებაში.

თავად განსაჯეთ: “ვეტერინარებმა” ქულები დააკარგვინეს “სიონს”, “რუსთავს”, “საბურთალოს”, “ლოკომოტივს”… ასე რომ, მათთან იოლ გასეირნებას ვინმე არც მომავალში უნდა ელოდოს!..

წყარო: lelo.ge

SHARE