დანი ალვეშმა ახალი კლუბი იპოვა

320
ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში სამშობლოში დაბრუნდა. მისი ახალი კლუბი “სან პაულო” იქნება.
36 წლის მარჯვენა მცველი უკლუბოდ გასულ თვეში დარჩა, როდესაც პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
ეს მის კარიერაში რიგით მეექვსე კლუბია ბრაზილიური “ბაიას”, “სევილიას”, “ბარსელონას”, “იუვენტუსისა” და პსჟ-ის შემდეგ.
დანი ალვეში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა. მას სხვადასხვა კლუბის რიგებში 40 ტიტული აქვს მოგებული.
წყარო: sportall.ge
SHARE