დეფენსა ი ხუსტისია – ერნან კრესპოს ახალი სამსახური აქვს

364

პარმას, ლაციოს, ინტერის, მილანის, ჩელსის, ჯენოას და არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ერნან კრესპო სამწვრთნელო კარიერას განაგრძობს. მისი მორიგი გუნდი დეფენსა ი ხუსტისიაა, რომელიც არგენტინის ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.

დეფენსა ი ხუსტისია - ერნან კრესპოს ახალი სამსახური აქვს

44 წლის კრესპომ სამწვრთნელო კარიერა 2015 წელს დაიწყო, მისი პირველი გუნდი კი იტალიური მოდენა იყო. 2018 წელს, ყოფილმა ცენტრფორვარდმა არგენტინული ბანფილდი ჩაიბარა, მისი მესამე გაჩერება კი ნაკლებად ცნობილი გუნდი, დეფენსა ი ხუსტისიაა. კლუბმა სოციალური ქსელის საშუალებით, უკვე დაადასტურა, რომ გუნდს ერნან კრესპო გაწვრთნის.

View image on Twitter

წყარო: popsport.ge

SHARE