დიბალას მომავალი პრაქტიკულად გადაწყდა

316

Sky Sport-ის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელის, პაულო დიბალას მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

არგენტინელი ფორვარდი უახლოეს მომავალში “ბებერ ქალბატონთან” მოქმედ ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს.

“ბიანკონერის” შემტევის ახალი კონტრაქტის გათვალისწინებით, მისი ხელფასი წელიწადში 12 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ჭორებს “სინიორას” ათიანის სხვა გუნდში გადასვლის შესახებ ძალიან მალე ბოლო მოეღება.

წყარო: goal.ge

SHARE