დიდი რაგბი დაიწყო, იაპონიამ რუსეთთან მოგებით გახსნა

309

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოს თასი 2019, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს.

ჩვენი გუნდი 23 სექტემბერს უელსის წინააღმდეგ ითამაშებს, გახსნის მატჩში ერთმანეთს მასპინძელი იაპონია და რუსეთი დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის დასაწყისში სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა იაპონელებმა პირველივე ნახევარში მოახერხეს გარდატეხის შეტანა, 12:7 – ასეთი ანგარიშით გავიდნენ გუნდები შესვენებაზე.

რაგბში, როგორც წესი, მეორე ტაიმი ძლიერისაა. ასე იყო გახსნის მატჩშიც – იაპონიამ მეორე ნახევარი 18:3 მოიგო, საბოლოოდ კი მრგვალი ანგარიშით 30:10 იმარჯვა.

წყარო: lelo.ge

SHARE