დინამომ შენგელიას ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა: ინტერესი? მხოლოდ კადისი არ არის…

344

ამ სავარაუდო ტრანსფერის შესახებ უკვე ვწერდით. თბილისის “დინამოს” ლიდერის, ლევანშენგელიას გადაბირება ესპანურ ლა ლიგა 2-ში მოასპარეზე “კადისს” სურს. ვწერდით იმასაც, რომ სხვადასხვა ვარიანტები ჰქონდა ბელგიიდან, ჰოლანდიიდან და ესპანეთიდან, მაგრამ ყველაზე რეალური სწორედ “კადისში” გადასვლაა.

31 აგვისტოს შენგელია თავისუფალი აგენტი გახდება და, დიდი ალბათობით, სწორედ ამის შემდეგ გადავა “კადისში”, მანამდე კი “დინამოს” ევროპალიგაზე დაეხმარება.

ამასთან დაკავშირებით, თბილისის “დინამოში” კომენტარი გააკეთეს: “ლევან შენგელიას აგვისტოს ბოლომდე აქვს კლუბთან კონტრაქტი. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ის გუნდს ევროთასებზე დაეხმარება. რაც შეეხება ინტერესს, არის როგორც ორი ესპანური, ასევე ორი სხვა ევროპული კლუბისგან. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია”.

წყარო: lelo.ge

SHARE