„დინამო“ ანდორაშია

317

თბილისის “დინამო” ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ჩაფრინდა, საიდანაც ანდორაში გაემგზავრა. დინამოელები ანდორა ლა ველაში სასტუმრო ANDORA PARK HOTEL-ში დაბინავდნენ.

ფეხბურთელებმა გუშინ დაისვენეს, დღეს კი, “ესტადი კომუნალიზე” ივარჯიშებენ და მატჩისწინა პრესკონფერენციაც ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამომ” “ენგორდანის” 6:0 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გასვლა, ფაქტობრივად, გაინაღდა.

წყარო: worldsport.ge

SHARE