დისკვალიფიკაციის შემდეგ მესის არგენტინის ნაკრებში უხმეს

272
ნოემბრის მატჩებისთვის არგენტინის ნაკრების შემადგენლობა გამოაცხადეს და გამოძახებულთა შორის ეროვნული გუნდის კაპიტანი ლეო მესია.
მესიმ კოპა ამერიკაზე სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციას ბრალი კორუფციაში დასდო და მსაჯები და VAR-ის სისტემა გააკრიტიკა, რის გამოც ნოემბრამდე ნაკრებში თამაში აკრძალული აქვს.
მესის უფრო ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასჯიდნენ, მაგრამ ბოდიში მოიხადა.
“ალბისელესტე” 15 ნოემბერს ბრაზილიას შეხვდება, ხოლო 19 ნოემბერს – ურუგვაის.
წყარო: sportall.ge
SHARE