დღეს, UFC-ში ქართველი მებრძოლი გამოვა

469

დღეს ღამით, UFC-ში მორიგი ღონისძიება გაიმართება, სადაც რამდენიმე საინტერესო ბრძოლა ჩატარდება.

ბრძოლამდე ერთი დღით ადრე, ლიანა ჯოჯუამ წონა წარმატებით ჩააბარა და UFC-ში თავისი მეორე ბრძოლისთვის ემზადება.

პირველი ბრძოლა ქართველმა 2019 წლის 9 სექტემბერს გამართა და კანადელ სარა მორასთან მესამე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.

მისი მეორე მეტოქე რუმინელი დიანა ბელბიტა იქნება. ღონისძიება 16 ივლისს, 03:00-დან დაიწყება.

წყარო: goal.ge

SHARE