ევრობასკეტის მასპინძლობის შანსი საქართველოს

525
დღეს, 15 ივლისს, მიუნხენში ევრობასკეტი 2021-ის მასპინძელი ქვეყანა გამოცხადდება.
საქართველო მასპინძლობის მსურველ პრეტენდენტებს შორის გახლავთ და ჩვენი ქვეყნის კონკურენტები შემდეგი ქვეყნები არიან: ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია.
ამ საკითხს ფიბას ოფიციალურმა საიტმა სპეციალური სტატია მიუძღვნა. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ესტონეთსა და საქართველოს ევრობასკეტისთვის არასდროს უმასპინძლიათ, თუმცა, როგორც საიტი აღნიშნავს, ორივე ქვეყანამ დაამტკიცა კალათბურთის მიმართ მათი სიყვარული. თუ ათასობით ესტონელმა გულშემატკივარმა ევრობასკეტი 2015-ის ჯგუფური ეტაპი გაალამაზა რიგაში, საქართველოში 2019 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებს ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა.
იქვე, ფიბას საიტი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულის კომენტარს აქვეყნებს.
“ისეთი საკალათბურთო ტრადიციის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ევრობასკეტის მასპინძლობა წარმოადგენს მრავალი საკალათბურთო თაობის ოცნებას, გამოწვევას, გავსებულ დარბაზებსა და უდიდეს საკალთბურთო ატომოსფეროსა და დღესასწაულს”, – აღნიშნა პაატა გურასპაულმა.

15 ივლისს, თბილისის დროით 18:30 საათზე გამოცხადდება.

წყარო: sportall.ge
SHARE