ევროპაზე გასვლის შემთხვევაში, გერმანული კომპანია საქართველოს ნაკრებისთვის პრემიას და სპეცფორმას ამზადებს

394

ევრო 2020-ზე გასვლა დიდი მოვლენა და თავისთავად დიდი სიხარული იქნება, პლუს ამას, სპორტული წარმატება უკეთესი ფინანსური მდგომარეობის მომასწავებელიცაა. უეფა ევროპის ჩემპიონატის ყველა მონაწილეს 9,25 მილიონ ევროს დაურიცხავს, რაც ჩვენი რეალობის გათვალისწინებით პატარა შემოსავალი არ იქნება.

ამას გარდა, შემოსავლები წამოვა პარტნიორებისგანაც. ამის პირველი დამადასტურებულ ამბავს ჩვენგან შეიტყობთ – ეროვნული ნაკრები “ადიდასით” იმოსება, რომლის წარმომადგენელიც ამიერკავკასიაში (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) “ჯეო ოფისია”. მისი ხელმძღვანელი გიორგი გოგოლაძე აცხადებს, რომ გერმანული კომპანია საქართველოს ნაკრებს, გამარჯვების შემთხვევაში, სიურპრიზს უმზადებს.

“ევროპის ჩემპიონატზე თუ გავთ, კომპანია “ადიდასი” საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მხოლოდ ამ დიდ წარმატებას არ მიულოცავს. ლაპარაკია პრემიაზე, რომელსაც ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს“ადიდასის” პრინციპი წარმატებული გუნდებისა და ნაკრებების წახალისებაა. გასაგებია, რომ ეს ისეთივე თანხა არ არის, როგორც ელიტარულ ნაკრებების შემთხვევაში სხვათა შორის, აქაც კალათებია და მსოფლიო სანაკრებო ფეხბურთის ლიდერები სოლდურ თანხებსაც იღებენ. ეს არც ისე პატარა თანხა იქნება, თუმცა არ დავაკონკრეტებ. საქართველოს ნაკრებმა პროგრესი აჩვენა და გერმანულ კომპანიას თანამშრომლობის გაგრძელება სურს. ამას გარდა, ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებს საგანგებო დიზაინის ფორმას დამზადებენ, რასაც ყველა ნაკრებს არ უკეთებენ. დანამდვილებით ვიცი, რომ ჩვენი ნაკრების ფორმის დიზაინზე უკვე მუშაობენ”, – ამბობს გოგოლაძე.

“ჯეო ოფისის” ხელმძღვანელის თქმით, “ადიდასი” პარტნიორობას და თავის სახედ გახდომას ხვიჩა კვარაცხელიასაც სთავაზობდა: “დიახ, ეს ამბავი შემიძლია დაგიდასტუროთ, მაგრამ ის ჯერ კონტრაქტის გაფორმებისგან თავს იკავებს. ლაპარაკი ორწლიან ხელშეკრულებაზე, საც მხოლო გმორჩეულ ფეხბურთელებს სთავაზობენ. ხვიჩა ჭკვიანი ბიჭი გამოდგა. დიდ ალბათობაა, რომ მალე რომელიმე ცნობილ ევროპულ კლუბში გადავიდეს. ასეთ შემთხვევაში, მას გაცილებით უკეთეს პირობებს შესთავაზებენ. ამას გარდა, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გასვლა ამ პირობებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ასე რომ, მისი თავშეკავება გამართლებულია. მას დიდი მომავლი აქვს და დარწმუნებული ვარ, ცნობილი ბრენდების წინადადებები ჯერ კიდევ წინ აქვს”.

წყარო: lelo.ge

SHARE