ელგუჯა გუგუშვილი: მწვრთნელებო, მიეცით ფეხბურთელებს მოედანზე აზროვნების საშუალება!..

482

ფეხბურთში ანალიტიკური ხედვა ძალიან მნიშვნელოვანიამაინცსაით მიდის მილიონების საყვარელი თამაშირა არის მისი მთავარი ტენდენციებირას ფიქრობს საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებზე

ამ კითხვებით მივმართეთ ცნობილ ქართველ მწვრთნელსა და მეცნიერსელგუჯა გუგუშვილსვისაც არაერთი კლუბი და ნაკრები გაუწვრთნიამათ შორის, თურქმენეთის უპირველესი გუნდი

– რა სიახლეებს ხედავთ თანამედროვე ფეხბურთში?
– მნიშვნელოვანი ძვრები არ შეინიშნება, რადგან გულშემატკივართა და ფეხბურთელთა მეხსიერებაში უცვლელი რჩება მოთხოვნა ფეხბურთის მიმართ, მაგალითისთვის მოვიყვან, რომ დღეს გულშემატკივარი ფეხბურთზე ფიქრისას განიცდის იმავეს, რასაც ნახევარი საუკუნის უკან განიცდიდა, რასაც მესი ფიქრობს , როდესაც ბურთს დაეუფლება, ზუსტად იგივეა რასაც პელე ფიქრობდა და იგივეა, რასაც ფიქრობდა ლეგენდარული ბორის პაიჭაძე, როდესაც ბურთს მიიღებდა.

შეინიშნება გუნდების მცირე დისტანაცია დაცვის და შეტევის ხაზებს შორის. ერთმანეთთან ახლო-ახლოს განლაგება ფეხბურთელებს საშუალებას აძლევს ბურთის მოსაპოვებლად დიდი ენერგია არ დაიხარჯოს, მანძილს ბოლო მცველიდან ცენტრალურ თავდამსხმელამდე 25-30 მეტრს ინარჩუნებენ, ამიტომ არის, რომ ფეხბურთელები წინ და უკან ერთიანი ორგანიზმივით მოძრაობენ, როდესაც ბურთს ფლობენ, თამაშს აკონტროლებენ, როცა თავს იცავენ სივრცეს აკონტროლებენ, მოიმატა ბურთის მოძრაობის სისწრაფემ, გაიზარდა ფიზიკური მომზადების დონე და კონტაქტების რაოდენობა. დღევანდელ ფერხბურთში უბურთო ფეხბურთელი ისეთივე მნიშვნელოვანი გახდა, როგორც – ბურთიანი.

– როგორ შეაფასებდით საქართველოს და დანიის ნაკრებთა თამაშს?
– სანახაობისა და შედეგის თვალსაზრისით დადებითად შევაფასებდი. დანიელებთან მატჩში იგრძნობოდა ჩვენი ბიჭების ბრძოლა მოედნის ყველა მონაკვეთზე, სათამაშო დისციპლინა და კოლექტიური სიმძლავრე. არ ემჩნეოდათ დაღლილობა. ორთაბრძოლის დროს მათ სხეულში ინახებოდა რაღაც, რაც განსაკუთრებულ შემთხვევაში იღვიძებდა. ჩვენი დაცვა ბეტონისგან ნაშენებ კედელს მაგონებდა, ასევე კარგად გამოიყურებოდნენ “მეორე სართულზე” თამაშის შემთხვევებში. მოწინააღმდეგეს ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენი ფეხბურთელები შუა ხაზში წარმატებით ავსებდნენ ერთმანეთს.

რაც შეეხება ბურთის ფლობას… ივცი, ბურთი ჯიუტი საგანია, ჩვენი ფეხბურთელები მას კარგად იმორჩილებდნენ, მეორე ნახევარში თამაში შედარებით გაიხსნა, ჩვენებმა მიიღეს ღია ფეხბურთის გამოწვევა, რომელსაც წარმატებით გაართვეს თავი… ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურად იყო, გარკვეულ ეპიზოდებში შეიმჩნეოდა შეცდომები, იყო მაღალი შემსრულებლის პრობლემა, განსაკუთრებით შეტევის დასრულების ფაზაში. სასურველი შედეგი ყველა გუნდისთვის უმთავრესი ღირსებაა. მთლიანობაში ჩვენმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა.

– რით არის გამოწვეული გოლების სიმცირე?
– არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს, მაგრამ ჩემი აზრით შეტევა ყოველთვის არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება, კარგია ისეთი ფეხბურთი, რომელიც ბურთის ფლობაზეა ორიენტირებული, რადგან თამაშის 9/10 ბურთის ფლობისგან შედგება, თუმცა ბურთის ფლობის უპირატესობა სულაც არ ნიშნავს, რომ გოლს აუცილებლად გაიტან და მოიგებ.

ვერ ვიტყვი, რომ ბურთის ფლობა ცუდია, მაგრამ რაც უფრო დიდხანს ამზადებს გუნდი შეტევას, მით უფრო მეტი დრო ეძლევა დაცვაში მყოფ გუნდს გადასაჯგუფებლად და დაცვის ხაზის ორგანიზებისთვის. ბურთის ხშირი გადაცემით თამაში ნაკრებ გუნდებში უფრო მეტად შეინიშნება ვიდრე საკლუბო გუნდებში. თანამედროვე ფეხბურთში გატანილი გოლების სიმცირე გამოწვეულია არა დაცვის დახვეწილი სისტემებით, არამედ შეტევის სისტემის უვარგისობით.

– რას ურჩევდით ჩვენს მწვრთნელებს?
– მწვრთნელების ორი კატეგორია არსებობს: პირველი, რომელიც ქადაგებს ერთი გოლით მეტი გატანის თეორიას, და მეორე, რომელიც ერთი გოლით ნაკლების გაშვებაზეა ორიენტირებული, ფუნდამენტალური ჭეშმარიტება ფეხბურთი კოლექტიური თამაშია. მხოლოდ გუნდური ქმედებები მოიტანს წარმატებას, თუ მწვრთნელს ინდივიდუალისტები არ ჰყავს, ის ვალდებულია ჩაიხედოს ტაქტიკურ დეტალებში და კოლექტივიზმით გამორჩეული გუნდი შექმნას, გუნდი მაშინ ითამაშებს კარგად, როცა მის მიერ არჩეული სათამაშო სისტემის და ფეხბურთელთა ინდივიდუალური მოქმედების შეზავებას მოახსენებს.

ტაქტიკას უნდა განსაზღვრავდნენ მწვრთნელის განკარგულება მყოფი ფეხბურთელები, რაც, თავის მხრივ, ფეხბურთელებისგან ითხოვს უდიდესი ფიზიკური და სულიერი რესურსების მობილიზაციას, ტექნიკას. ფეხბურთში ოთხი ძირითადი პარამეტრია – ბურთი, სივრცე, მეტოქე, თანაგუნდელები…

წარმატების მისაღწევად მწვრთნელმა დეტალურად უნდა აუხსნას ფეხბურთელებს, ოთხივე პარამეტრის მნიშვნელობა და ფუნქციები. მე მინდა მოვუწოდოთ მათ – ნუ შეზღუდავთ მოთამაშეებს, მიეცით თოთოეულ მათგანს საშუალება, დამოუკიდებლად იაზროვნოს! მწვრთნელს სჭირდება ჭკვიანი ფეხბურთელები, ხოლო ფეხბურთელებს – ნიჭიერი მწვრთნელი.

მწვრთნელი არა მარტო ფეხბურთელების თამაშის ხარისხით, არამედ მათი ყოველდღიური ყოფით უნდა იყოს დაინტერესებული. როცა ერერა “ინტერში” მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რამდენიმე კვირის შემდეგ ფეხბურთელების ცოლებს შეხვდა და მათი მეუღლეებისათვის საჭირო კვების, რაციონის და დღის რეჟიმზე ესაუბრა. და მაინც მწვრთნელის მუშაობაში მთავარი დისციპლინაა, დისციპლინა მინდორზე და დისციპლინა მინდვრის მიღმა.

– რა არის აუცილებელი იმისთვისრომ მოზარდი კარგი ფეხბურთელი გახდეს?
– გამოვყოფ ოთხ ძირითად და აუცილებელ კომპონენტს. პირველი – მოზარდი კარგი ფეხბურთელი რომ გახდეს, უსაზღვრო ნიჭია საჭირო, მეორე – უნდა ჰყავდეს პროგრესულად მოაზროვნე მწვრთნელი, მესამე – უნდა იყოს ერთში გაერთიანებული ორი დადებითი პერსონა, როგორც მოედანზე, ასევე ცხოვრებაში. მეოთხე – შრომა, შრომა და შრომა, თანაც თავდაუზოგავად, სხვა შემთხვევაში პროგრესზე ფიქრიც ზედმეტია, ვერასოდეს გახდება კერპი.

– ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი გულშემატკრივრებია…
– გულშემატკივრის საზრუნავი მხოლოდ ერთია – საკუთარი გუნდის გამარჯვება, შედეგი! ეს არის ის, რაც მათ ადარდებთ თავიანთი გუნდის შეხვედრებში. ფეხბურთის გულშემატკივარს სამ ჯგუფად დავყოფ: ერთნი ამბობენ – სჯობს საკუთარმა გუნდმა ცუდად ითამაშოს, ოღონდ მოიგოს; მეორენი – ოღონდ, კარგად ითამაშონ და თუგინდ წააგონო; და მესამე – რომელსაც სურს, საკუთარმა გუნდმა თამაშიც მოიგოს და სანახაობაც მოაწყოს.

ჩემი აზრით სამივე ჯგუფის გულშემატკივარი დასაფასებელი და პატივსაცემია. ფეხბურთი იმიტომ არსებობს, რომ გულშემატკივარს სიამოვნება მიანიჭოს. ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე მაყურებლის დასწრების შემცირების ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ საშუალო და დაბალი კლასის გამო გულშემატკივარმა ფეხბურთის საყურებლად სტადიონზე სიარულს თავი დაანება და ტელევიზორზე გადაერთო.

ჩვენ გულშემატკივრებს ვუსურვებ – იმ დღეს მოვესწროთ, საკუთარი გუნდის თამაშზე დასასწრები ბილეთების შესაძენად ერთი დღით ადრე დავმდგარიყავით რიგში! ბუნებით ოპტიმისტი ვარ. ვფიქრობ ჩვენი ფეხბურთი დაიძრა გზაჯვარედინიდან და სწორი გზით მიდის.

– და ბოლოსთქვენ სხვადასხვა გუნდებშინაკრებებში მუშაობდითალბათსაკმაოდ მაღალანაზღაურებადი იყავით
– ფულის გამო არასდროს მიმუშავია, მეტიც – მადლობა ღმერთს, ამაზე არასოდეს მიფიქრია!

წყარო: lelo.ge

SHARE