ეს იცოდით? მზადაა 7 ახალი საფეხბურთო და სარაგბო მოედანი, რომელიც დატვირთვას ელოდება…

529

ამ ბოლო ათლწეულებში ბევრ კარგი პროექტის განხორციელება დაანონსდა, მაგრამ იმდენმა დალია ჩაილურის წყალი”, ხალხში ყოველი ასეთი სიახლი ხსენებაზე უნდობლობა და გაღიზიანება ჩნდება...

…მაგრამ ერთი ასეთი პროექტი დიდ დიღომში განხორციელდა. ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოვლენაა და ფეხბურთისა და რაგბის განვითარებას შეუწყობს ხელს – თბილისში, კერძოდ დიდ დიღომში, ოლიმპიურ ქალაქ “ახალი თბილისის” ტერიტორიაზე 7 საფეხბურთო და სარაგბო მოედანი მზადაა და ახლა ისაა საქმე, როდის დაიტვირთება და ახმაურდება.

მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო, როცა თბილისის უეფას პრეზიდენტი ალექსანდ ჩეფერინი ეწვია და საძირკველში სიმბოლური კაფსულა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მაშინდელ მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად ჩაუშვა.

ეს იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში შემუშავებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, 2016-17 წლებში თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 20 საფეხბურთო და სარაგბო მოედნის აშენება იგეგმებოდა, პროექტის საერთო ღირებულება 9, 410 მილიონი ევრო გახლდათ. მშენებლობას სლოვაკური კომპანია Autokomodex Trnava spol.sro აწარმოებდა.

სამწუხაროდ, პროექტის ჩაბარების ვადები ძალიან გაიწელა – წესით, 2017 წელს უნდა დამთავრებულიყო და საერთაშორისო საფეხბურთო თუ სარაგბო ტურნირებისთვის მზად უნდა ყოფილიყო. ლაპარაკია 2017 წელს გამართულ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე 19-წლამდელთა შორის და მსოფლიოს ახალგაზრდულ (20-წლამდელთა) ჩემპიონატზე რაგბიში. ახალაშენებულ მოედნები ტურნირში მონაწილე გუნდებს სავარჯიშოდ უნდა გამოეყენებინათ…

ახლა ეს მოედნები მზადაა. აღსანიშნავია, რომ შვიდივე სტანდარტულია. მათგან 4 – ბუნებრივსაფარიანია, ხოლო 3 – ხელოვნუსაფრიანი. 3 მოედანთან 200 მაყურებელზე გათვლილი  ტრიბუნებია მოწყობილი და განათების სისტემაა დამონტაჟებული, ანუ ვარჯიში საღამოსაც იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ დიდი დიღმის ოლიმპიურ კომპლექსში ვარჯიშის სურვილი ეროვნული ლიგის 3 გუნდის ხელძღვანელობამ გამოხატა – “ვიტ ჯორჯიამ”, “რუსთავმა” და “სიონმა”. ამას გარდა, საფეხბურთო სკოლების გუნდებიც ივარჯიშებენ.  მთავარ მოედანთან გასახდელებიც მოეწყო. ასეთი მცირე ტევადობის გამო სტადიონზე ეროვნული ლიგის თამაშების ჩატარების უფლებას არ დართავენ, მაგრამ მოედნები კარგი ხარისხისაა და სავარჯიშო პროცესის ნორმალურად ჩატარების პრობლემას ბევრ გუნდს მოუხსნის.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ ქალაქ “ახალი თბილისის” ტერიტორიაზე უკვე აშენებულია “დავით პეტრიაშვილი არენა”, ფრენბურთისა და ტანვარჯიშის დარბაზები და ოლიმპიური აუზი. აქვე იგეგმება ყინულის სასახლისა და ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ გათვლილი ახალი საკალათბურთო დარბაზისა (15-ათასიანი ტევადობით) და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრის აშენება.

თბილისის მერიის პროექტის მიხედვით, დიღმის მრავალპროფილიანი სპორტული  კომპლექსის გვერდით, ჭალებში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ჭალის კუნძულზე, საერთო ჯამში 15 ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე დიზაინის მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა, რომელიც თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ სარეკრეაციო სივრცის ფუნქციას მიიღებს.

რეალურად, ეს პროექტი თუ დასრულდება, დიდი დიღმის ამ ტერიტორიაზე ახალ სპორტულ-დასასვენებელ უბანს მივიღებთ, რომელიც ძველ ქალაქს ახალ იერსახეს შეჰმატებს.

წყარო: lelo.ge

SHARE