ვაისზე რა ვთქვათ? ანუ 10 წელიც აქ რომ დარჩეს…

331

გვა­რი­­ნად ძნე­ლიამწვრთნე­ლის და­ხა­სი­­თე­ბას შე­­ჭი­დოძნე­ლია თუნ­დაც იმი­ტომრომ ეს უნ­და გა­­კე­თოს იმანვინც ბო­ლომ­დე იცის ფეხ­ბურ­თიიცის და თან მაგ­რა­დაც იცისმე არ ვარ ასე­თი და არა იმი­ტომრომ ვთავ­­დაბ­ლობუბ­რა­ლოდფეხ­ბურ­­ში იმ­დე­ნი ნი­­ან­სია და­მა­ლუ­ლიმი­სი სრულ­ყო­ფი­ლად ცოდ­ნაალ­ბათმხო­ლოდ ათე­­ლე­ბის ხვედ­რია ამ დე­და­მი­წა­ზე

ჰო­და, მწვრთნე­ლის ხვედ­რიც ისეთ­თა ხვედ­რი მგო­ნია, ბო­ლომ­დე რომ უნ­და ჩაწ­ვ­დ­ნენ ამ ურ­თუ­ლე­სი თა­მა­შის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს, თო­რემ მე ისე­თი მწვრთნე­ლიც მი­ნა­ხავს… პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი გუნ­დის თა­მა­შით უკ­მა­ყო­ფი­ლო რომ დარ­ჩე­ნი­ლა, სტა­დი­ო­ნის კა­რი რომ გა­უ­ხუ­რავს, მან­ქა­ნა­ში ჩამ­ჯ­და­რა და შინ წა­სუ­ლა – აქა­ო­და, ჩე­მი გუნ­დის თა­მა­ში არ მომ­წონ­სო.

არა­და, არც და­უ­წერ­ლო­ბა გა­მო­დის. რო­გორც რი­გით­მა გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა, ისე უნ­და დავ­წე­რო და ამ წე­რილს არც აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის პრე­ტენ­ზია. კა­მათს თუ გა­მო­იწ­ვევს, ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი.

წლე­ბის წინ, ჯერ კი­დევ დამ­წყე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი რომ მერ­ქ­ვა, მე­გო­ნა, რა­ღაც ვი­ცო­დი ფეხ­ბურ­თ­ში. სა­ათ-ნა­ხე­ვა­რი ვიმ­გ­ზავ­რე ალექ­სან­­რე ჩი­ვა­ძეს­თან ერ­თად. მგო­ნი, იმ ჩე­მი ცოდ­ნი­დან აღა­რა­ფე­რი დარ­ჩა. ვუს­მენ­დი და ვფიქ­რობ­დი, რომ მთვა­რე­ზე თუ არა, სადღაც ახ­ლოს ნაღ­დად ვი­ყა­ვი…

იმის მე­რე აღა­რა­სო­დეს მი­მი­კე­რე­ბია სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის ფეხ­ბურ­თის სპე­ცი­ა­ლის­ტის იარ­ლი­ყი და ამ წე­რილ­საც ისე ვწერ, რო­გორც ერ­თი რი­გი­თი ქო­მა­გი, ვინც ვლა­დი­მირ ვა­­სის მი­ერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წე­ლი უნ­და შე­ა­ფა­სოს.

მა­გა­ლი­თად, ვა­ი­სი ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის აზ­რით სტა­ბი­ლუ­რი მწვრთნე­ლია. ჟარ­გონ­ზე რომ ვთქვათ, ის თით­ქ­მის არა­სო­დეს “იხე­ვა”, არ აგებს დი­დი ან­გა­რი­შე­ბით.

ვა­ის­მა ამ წელს ერ­თხე­ლაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ შექ­მ­ნა ნაკ­რე­ბის ძი­რი­თა­დი ბირ­თ­ვი და ამ ბირთვს ენ­დო­ბა. ვა­ი­სის ხელ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს არ ტან­ჯავს ში­და კონ­ფ­ლიქ­ტე­ბი. ძა­ლი­ან მშვი­დი წე­ლი გვქონ­და და ეს უკ­ვე კარ­გია.

სხვა რა? ალ­ბათ, მე­ტი არც არა­ფე­რი. მწვრთნელს პირ­ველ რიგ­ში შე­დე­გით გან­საზღ­ვ­რა­ვენ და შე­დე­გი არ არის. ბე­ჩა­ვი გიბ­რალ­ტა­რის დაბ­რიყ­ვე­ბა დი­დი ვე­რა­ფე­რია. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს კი ერ­თი თა­მა­შიც ვერ მო­ვუ­გეთ. მხო­ლოდ ორი მატ­ჩი არ წა­ვა­გეთ.

ვა­ი­სი აგ­ვი­ა­ნებს შეც­ვ­ლებს. მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს არც ამ და არც წი­ნა წელს არ ჩა­უ­ტა­რე­ბია ორი თა­ნა­ბა­რი ტა­ი­მი. და­ბა­ლია სა­გო­ლე მო­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­ცენ­ტი.

ვა­ი­სი არ ენ­დო­ბა ახალ ფეხ­ბურ­თე­ლებს. რაც ჩვენ­თან ჩა­მო­ვი­და, სულ ერთ, თა­ვი­დან­ვე არ­ჩე­ულ გზას მიჰ­ყ­ვე­ბა. პი­რა­დად მე მე­ში­ნია: იმ ბი­ჭებს, დღეს რომ პრაქ­ტი­კუ­ლად არ ეძ­ლე­ათ შან­სი, თვალ­სა და ხელ­შუა არ გა­უფ­რინ­დეთ კა­რი­ე­რის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი ისე, რომ ვე­რა­ფე­რი არ­გონ ეროვ­ნულ გუნდს. ასე­თი ფეხ­ბურ­თე­ლი ბევ­რი არაა, მაგ­რამ ისი­ნი მა­ინც არი­ან.

გუ­ლი ერ­თ­ზეც მტკი­ვა: კარ­გა ხა­ნია, ვა­ი­სი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლია და მან, ასე ვთქვათ, ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნა ერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლიც კი. აქ არ ით­ვ­ლე­ბა გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე. ის იმ­დე­ნად მაღ­ლა დგას და­ნარ­ჩე­ნებ­ზე, შანსს ნე­ბის­მი­ე­რი მწვრთნე­ლი მის­ცემ­და.

ზო­გა­დად, ვა­ი­სის მი­ერ მიმ­დი­ნა­რე წელს ნაჩ­ვე­ნე­ბი შე­დე­გე­ბი ძა­ლი­ან ჰგავს წი­ნა წლი­სას და მე ასე მგო­ნია: კი­დევ 10 წე­ლი რომ დარ­ჩეს იქ, სა­დაც არის ახ­ლა, მსგავ­სე­ბა ყო­ველ წელს მა­ინც უდი­დე­სი იქ­ნე­ბა.

და მა­ინც, მარ­ტის პლეი ოფე­ბამ­დე მი­სი წას­ვ­ლა არაფ­რით შე­იძ­ლე­ბა. ღმერ­თ­მა ქნას, სლო­ვაკ­მა შეძ­ლოს ის, რაც სხვა, ჩე­მი აზ­რით, გა­ცი­ლე­ბით მა­გარ­მა მწვრთნე­ლებ­მა ვერ შეძ­ლეს.

წყარო: lelo.ge

SHARE