ვაისი ანორთოსისის თამაშს დაესწრო…

321

კვიპროსის ჩემპიონატის მე-18 ტურში ფამაგუსტს “ანორთოსისმა” “დოქსა” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. კვიპროსული მედიის ცნობით, ამ მატჩს ორი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ესწრებოდა, მათ შორის, ჩვენი გუნდის თავკაცი ვლადიმირ ვაისი, – ამ ინფორმაციას “ლარნაკა სპორტს” ავრცელებს

ვაისი პაპადოპულოსზე

“ანტონის პაპადოპულოსზე” “ანორთოსისისა” და “დოქსას” მატჩს საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელები – ჯონ ვანტიპი და ვლადიმირ ვაისი დაესწრებიანუპრეცედენტოარომ “ანორთოსისში” არიან როგორც საბერძნეთის, სე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებირა თქმა უნდაორი სპეციალისტი ჩამოვიდარათა თავიანთ ფეხბურთელებს დააკვირდნენ და შეაფასონ. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა უნდა შეაფასოს “ანორთოსისის” რამდენიმე ფეხბურთელი, რადგან გუნდს ევრო 2020-ის პლეი ოფის მატჩი ელის”, – წერს “ლარნაკა სპორტსმ”.

შეგახსენებთ, რომ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ “ანორთოსისში” 6 ქართველია, მათგან 5 – საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია: მეკარე გიორგი ლორია, ნახევარმცველები – ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე და თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა.

“დოქსასთან” ლორია, დაუშვილი და კაჭარავა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ქეცბაიამ მხოლოდ კაჭარავა შეცვალა. მეორე ტაიმში შეუშვა ანანიძე.

ინტერნეტგამოცემა “პროტატლიმამ”, რომელიც კვიპროსულ ლიგას აშუქებს, ამ მატჩის პერიპეტიების გამო ქეცბაიაზე წერილი გამოაქვეყნა.

რა გააკეთა ქეცბაიამ…

მან “დოქსასთან” შეხვედრის შესვენებაზე სათამაშო სისტემა შეცვალა, ხოლო 68-ე წუთზე დემეტრის კრისტოფი შეიყვანა. ამან შედეგი გამოიღო, თემურმა კი აჩვენა, რომ იცის, როგორ უნდა შეცვალოს თამაში და მოძებნოს გამოსავალი, როც საქმე ისე არ მიდის, როგორც მას სურს...

ტრის კრისტოფის გადასვლამ “ომონიადან” “ანორთოსისში” უამრავი ხმაური გამოიწვია. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აჩვენა თავისი ნიჭი და ხარისხი, ხოლო 2013 წლის ზაფხულში შვეიცარიულ “სიონში” გადავიდა. 2015 წელს ი დაბრუნდა. გასული სეზონის ბოლოს კრისტოფი დაშავდა. წელსაც, ძირითადად სეზონის დასაწყისში,  გარკვეული პრობლემები ჰქონდა...

ახლა ის კარგ მდგომარეობაშია – მისი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ისეთ დონეზე დაბრუნდეს, როც ხალხის აღფრთოვანებაში მოყვანას ახერხებდა. უკან რომ დარჩეს ტრავმა და ის ფსიქოლოგიური სტრესი, რომელმაც მის გამოსვალს დაღი დაასვა. ბევრი დამეთანხმება, რომ თუ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელსაც შეუძლია ფეხბურთელი ფეხზე დააყენოს, ეს თემურ ქეცბაიაა. “ანორთოსისის” მწვრთნელმა მრავალი მოთამაშე გააცოცხლაა, რომელთა უახლესი მაგალითებია კაჭარავა, რაიოსი და არტიმატასი.

თემურმა იცის, როგორ უნდა გაზრდოს მოთამაშე, როგორ მოახერხოს მათი მოტივირება და კარგად იცის მათი ხარისხი. თემური არის დტრის კრისტოფის ყველაზე დიდი ფსონი და ეს ფეხბურთელია თემურის ყველაზე დიდი ფსონი!..

თუ კრისტოფი ქართველის ხელმძღვანელობით ფორმაში შესვლას მოახერხებს, ის დიდ ფეხბურთს დაუბრუნდება. და თუ თემური კრისტოფის გამოცოცხლებას მოახერხებს, ის თავის უდიდეს საფეხბურთო “აღდგომას” და დიდ მოგებას მიაღწევს”, – წერს კვიპროსული გამოცემა.

წყარო: lelo.ge

SHARE