ვარჯიშის დროს უხერხულად დაეცა… როდის დაბრუნდება ჩაკვეტაძე…

305

“გენტი” ახალი სეზონისთვის ემზადება, თუმცა საწვრთნელ პროცესს ჩამოცილებულია გიორგი ჩაკვეტაძე. ის ჩვენი ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და იმედია, რომლის თითოეული ნაბიჯი გვაინტერესებს და თუ რატომ, ამის ახსნას ახლა არ შევუდგებით.

ცნობილია, რომ ჩაკვეტაძე “გენტის” ერთ-ერთი ვარჯიშის დროს უხერხულად დაეცა და დაშავდა. უტყუარი ინფორმაციისთვის, “ლელო” დაუკავშირდა მენეჯერ გოგა გახოკიძეს, ვინც ჩაკვეტაძეს კარიერის უკეთესად წარმართვაში ეხმარება

“გიორგის ფეხი აწუხებს. ტრავმა სერიოზული არ არის, ორ კვირაში დაუბრუნდება მინდორს”, – გვითხრა გახოკიძემ.

წყარო: lelo.ge

SHARE