(ვიდეო) გიორგი ჭიაბრიშვილმა „საბურთალო“ დატოვა

410

გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში “საბურთალომ” ლოკომოტივი” 3:1 დაამარცხა და საპატიო ჯილდოს პირველად დაეუფლა.

მაგრამ ეს საღამო ამით არ დასრულებულა. ერთ-ერთი მთავარი ამბავი ფინალის შემდეგ გველოდა. ბევრს გამორჩა, რომ ეს “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ჭიაბრიშვილის მიერ ჩატარებული საიუბილეო, მე-200 ოფიციალური მატჩი იყო, მე-200 და თან ბოლო – მწვრთნელი, რომელმაც ამ გუნდის ჩამოყალიბებაში, წინსვლასა და წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, გუნდიდან წავიდა…

მაგრამ ჯერ იმაზე, თუ როგორ შეაფასა გიორგი ჭიაბრიშვილმა ფინალი: “პირადად ჩემთვის იყო მნიშნელოვანი ამ ტიტულის მოპოვება. მხოლოდ საქართველოს თასი არ მქონდა მოგებული. “საბურთალო” ტიტულებით განებივრებული არ არის და ამიტომაა თასის მოპოვება დიდი წარმატება. ეს იყო გვირგვინი 6-წლიანი მუშაობის. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რადგან ამ წარმატებამდე მათი შრომით მივაღწიეთ…

…რაც შეეხება ფინალს, ძალიან რთული და დაძაბული მატჩი იყოპირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ვფლობდითმაგრამ მეორე ნახევარში ფეხბურთელებმა ჩათვალესრომ საქმეს მორჩნენ და “ლოკომოტივმა” შემოგვიტიასაბოლოოდმესამე გოლი გავიტანეთმაინც გავიმარჯვეთ და სეზონი წარმატებით დავასრულეთ“.

რა ამოცანა ჰქონდა გუნდს? “საბურთალოს” აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა ამაზეც ილაპარაკა: მიზანი სეზონში რომელიმე ტიტულის მოპოვება იყოსამწუხაროდჩემპიონობის შენარჩუნება ვერ მოვახერხეთმაგრამ თასი კი ავიღეთჩემპიონის რანგში თამაში და პირველობის შენარჩუნება უფრო რთულიარადგან სამ ფრონტზე ვიბრძოდით – ჩემპიონატზეთასსა და ევროსარბიელზეამიტომაც გაგვიჭირდა“.

წასვლის შესახებ ჭიაბრიშვილმა განცხადება იმ დროს გააკეთა, როცა კითხვა სამომავლო გეგმების შესახებ დაუსვეს: “ამ ეტაპზე ვიცი, რომ ეს “საბურთალოში” ჩემი ბოლო მატჩი იყო და მომდევნო სეზონში ამ გუნდში აღარ ვიმუშავებ. 6 წლის განმავლობაში “საბურთალოსთან” ერთად დიდი გზა გავიარემოვიპოვეთ ჩემპიონობა, თასი… ასე რომ, საბურთალოს” პირნათელი ვტოვებ. ახლა მხოლოდ იმის სურვილი მაქვს, რომ სახლში წავიდე და დავისვენო. 6 წლის განმავლობაში გადაბმულად ერთ ადგილზე მუშაობა რთულია. ხოლო, თუ როგორ ვიმუშავე, ეს გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა უნდა განსაჯოთ”.

ახალგაზრდა სპეციალისტმა, რომელსაც “საბურთალოს” წარმატებები უკავშირდება, სხვა კლუბთან მოლაპარაკება არ დაადასტურა: “ჯერ არავისთან არ მილაპარაკია, დავისვენებ და მერე ვნახოთ. ალბათ, საინტერესო წინადადებები გამოჩნდება”.

ჭიაბრიშვილმა სამწვრთნელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. 2008-2011 წლებში “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, ხოლო 2011-2012 წლებში გუნდის მთავარი მწვრთნელიც გახლდათ და ჩემპიონობაც მოაგებინა.

“საბურთალო” პირველად 2014-2015 წლებში ჩაიბარა, შემდეგ წავიდა და დაბრუნდა 2015-ში, მცირე ხნით (2016-2017) საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გია გეგუჩაძის ასისტენტი გახლდათ.

მისი ხელმძღვანელობით “საბურთალო” ეროვნული ლიგა 2-დან ელიტაში აღზევდა, 2018 წელს ქვეყნის ჩემპიონიც გახდა, ხოლო 2019 წელს, პირველად ისტორიაში, თასიც აღმართა, დაამარცხა რა ფინალში თბილისის “ლოკომოტივი” 3:1.

მაშ ასე, “საბურთალოში” გიორგი ჭიაბრიშვილის ეპოქა დასრულდა, ეპოქა, როცა გუნდმა ის ნახტომი გააკეთა, რაც საქართველოში ასე მოკლე პერიოდში არც ერთ კლუბს არ გაუკეთებია. ახლა სხვა მოვა და ის უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დადგება – ვინ შეცვლის ჭიაბრიშვილის “საბურთალოში”, უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

წყარო: leo.ge

SHARE