(ვიდეო) ისტორიაში პირველად ქართველი მებრძოლი UFC-ის ტოპ 15-შია

436
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებული რეიტინგის მსუბუქი წონის ტოპ 15 მებრძოლს შორის მოხვდა.
მერაბმა 13 ივნისს ამერიკელი გუსტავო ლოპესი დაამარცხა და სწორედ ამ გამარჯვების წყალობით მოხვდა რეიტინგის ელიტურ ნაწილში.

აღსანიშნავია, რომ მერაბის წინ შონ ო’მეილი გახლავთ, რომელიც ქართველმა ლოპესის დამარცხების შემდეგ გამოიწვია.

დვალიშვილი პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის საუკეთესო 15 სპორტსმენს შორის მოხვდა.
წყარო: sportall.ge
SHARE