(ვიდეო) მოეზადეთ, სექტემბრის ბაშოზე. ტოჩინოშინის მეტოქეები: პირველ დღეს იჩინოჯო, შემდეგ ასანოიამა…

453

8 სექტემბრიდან სტარტს აიღებს სუმოში სექტემბრი (აკი) ბაშო, რომელშიც ქართველი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ოძეკის რანგით იჭიდავებს. ჩვენი გოლიათი ამ ბაშოზე კადობანშია ჩაყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ოძეკის ტიტულის შენარჩუნებისთვის, აუცილებელია ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება, რისთვისაც მინიმუმ 8 მოგებაა აუცილებელი.

სუმოს ასოციაციამ გამოაქვეყნა სექტემბრის ბაშოს პირველი ორი დღის ორთაბრძოლების განრიგი. ტურნირის გახსნის დღეს ტოჩის პირველი მეტოქე აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა მონღოლი იჩინოჯო იქნება. ვერ ვიტყვით, რომ ლევანს იოლი მეტოქე ეყოლება, თუმცა იმას კი აღვნიშნავთ, რომ ურთიერთშეხვედრებში ქართველის უპირატესობა თვალსაჩინოა 17:5.

რაც შეეეხება ტურნირის  მე-2 დღეს, ტოჩის მეტოქედ დასავლეთის მე-2 მაეგაშირა იაპონელი ასანოიამა ეყოლება, მასთან ლევანს, სამწუხაროდ, უარყოფითი ბალანსი კი აქვს 1:2-თან, მაგრამ ალბათ, ცოტა ხნის წინანდელი, მათი სკანდალური ორთბრძოლაც გახსოვთ, რომელშიც ლევანს ფაქტობრივად, გამარჯვება წაართვეს (ამ ორთაბრძოლის ვიდეოს აქვე შემოგთავაზებთ).

*  *  *

რაც შეეხება ჯურიოს დივიზიონს, სადაც კიდევ ერთი ქართველი გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი) გამოდის. იგი ამ ბაშოზე მე-10 ნომრად არის განთესილი და სულ მცირე 6 ბრძოლის მოგებაა აუცილებელი, რომ ჯურიოში ადგილი შეინარჩუნოს.

ბაშოს პირველ დღეს გაგამარუს მეტოქე ჯურიოს მე-9 ნომერი კიოკუტაისეი იქნება, ვისთანაც სამწუხაროდ, ურთიერთშეხვედრებში ქართველს უარყოფითი ბალანსი 3 მოგება და 7 წაგება აქვს.

წარმატებები ვუსურვოთ ქართველ ფალავნებს მომავალ ბაშოზე და იმედია, ტრავმების მიუხედავად (რომელიც სამწუხაროდ ორივეს აწუხებს), ჩვენებურები სასურველი შედეგით დაასრულებენ სექტემბრის სუპერტურნირს.

წყარო: lelo.ge

SHARE