საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკასთან საერთაშორისო ტესტ-მატჩი გამართა. შესავალშივე შეიძლება დაიწეროს – ქართველებმა ღირსეულად უბრძოლეს და უნდა მოეგოთ კიდეც…
მეორე ტაიმის დასაწყისში, კერძოდ, 44-ე წუთზე ლაშა ლომიძემ საჯარიმო დარტყმით ჩვენი გუნდი 21:14 დააწინაურა. ეს რაგბში დიდი უპირატესობაა, თუმცა თუ 35 წუთში ორ უპასუხო ლელოს მიიღებ, ამ უპირატესობიდან არაფერი შეგრჩება…
სწორედ ასე მოხდა ჩვენს მატჩში – სამხრეთაფრიკელებმა დარჩენილ დროში თამაში გამოასწორეს და საბოლოოდ 28:21 იმარჯვეს.
წყარო: lelo.ge