(ვიდეო) ტოჩინოშინი VS კაისეი – დასანანი მარცხი

466

ივლისის ბაშოზე ქართველი ფალავანის, ტჩინოშინის მეორე მოწინააღმდეგე ბრაზილიალი, 201 კილოგრამიანი კაისეი იყო.

ბრძოლის დასაწყისში მეტოქეებმა მავაშში ხელი მჭიდროდ ჩასჭიდეს. გადამწყვეტ მოქმედებამდე საქმე კი არ მიდიოდა, მკვეთრ მოძრაობას ორივე ერიდებოდა. ბოლოს მაინც ბრაზილიელმა სცადა შედარებით მსუბუქი ქართველის (173 კგ) დოჰიოს კიდესთან მიყვანა და იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

ასე და ამგვარად, ტოჩინოშინს ერთი მოგების წილ ეწრთი წაგება აქვს. შეგახსენებთ, რომ გახსნით შეხვედრაში მან შიმანოუმი დაამარცხა. მესამე შეხვედრას 21 ივლისს მიოგირიუს წინააღმდეგ გამართავს.

წყარო: lelo.ge

SHARE