ვინუსმა ჩემპიონსაც მოუგო

1243

ქალთა მსოფლიო კლასიფიკაციის მერვე ნომერმა, 37 წლის ვინუს უილიამსმა მაიამის შეჯიბრების მერვედფინალში ფლორიდის შტატის პრესტიჟული ტურნირის შარშანდელ ტრიუმფატორს, ბრიტანელ იოჰანა კონტას 5:7, 6:1, 6:2 სძლია და მეოთხედფინალში თანამემამულე დენიელ კოლინზს შეხვდება. რეიტინგსიის მეთოთხმეტე ნომრის დამარცხებას უილიამს-უფროსმა 2 საათი და 19 წუთი მოანდომა. ვინუსის ანგარიშზე 7 ბრეიკი და 2 ეისი იყო.

ვინუს უილიამსისა და კონტას ურთიერთშეხვედრათა ანგარიში გათანაბრდა – 3:3.

წინა წლებში უილიამს-უფროსს მაიამიში სამჯერ მოუპოვებია მთავარი პრიზი.

SHARE