ვინ შეიძლება იყოს ნაკრების ჯოკერი?

329

სანაკრებო სიაზე უკვე დავწერეთმაგრამ არ ეგებისარ დავწეროთ გიორგი ხარაიშვილზეძალიან კარგიარომ ხარაიშვილი არის ეროვნულ გუნდშისხვანაირად რომ ყოფილიყოარ დაგვტოვებდა უსამართლობის განცდა

მართლაც და, როგორიც არ უნდა იყოს ვლადიმირ ვაისის შეხედულება კონკრეტულად ფეხბურთსა და ზოგადად მის გაწვრთნილ გუნდზე, საქართველოს ნაკრებს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ უარი თქვას შვედეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე.

ხოლო ის, რომ გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელია, მხოლოდ ჩვენი აზრი არ არის. “გიოტებორგის” სამწვრთნელო შტაბი იქეთ იყოს და, ამას აღიარებენ იმ გუნდის მწვრთნელები და ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ გიორგის წინააღმდეგ.

შვედეთის ჩემპიონატი კი ხელწამოსაკრავი ტურნირი ნამდვილად არაა. სხვა თუ არაფერი, ამ ჩემპიონატიდან შვედეთის ნაკრებში თამაშობენ ფეხბურთელები, “ტრეკრუნური” (ასეც მოიხსენიებენ შვედეთის ნაკრებს) კი საერთაშორისო ასპარეზზე გვარიანი ძალა რომაა, ამაში ჩვენი გულშემატკივარი უთუოდ დაგვეთანხმება.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ საქართველოს ნაკრებში გამოძახებული რამდენიმე ფეხბურთელი ვერ არის ოპტიმალურ ფორმაში. ეს კიდევ უფრო ზრდის ხარაიშვილის შესაძლო როლს კარსმომდგარ ორ შესარჩევ შეხვედრაში და არა მარტო – სამომავლოდაც.

გავრისკავ და ვიტყვი, რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში, ხარაიშვილს შეუძლია იქცეს საქართველოს ნაკრების ნამდვილ “ჯოკრად”. მოდი, შევთანხმდეთ – ირლანდიის ნაკრები თბილისში შესუსტებული შემადგენლობით ჩამოდის. ის ატარებს გადამწყვეტ შეხვედრას და, რა თქმა უნდა, შესაბამისადაც ემზადება დიდი ომისთვის.

ჰოდა, რა განსაკუთრებული მიხვედრა უნდა იმას, რომ ირლანდიელთა სამწვრთნელო შტაბს ასჯერ მაინც აქვს ფირზე დატრიალებული საქართველოს ნაკრების თამაშები და იმ თამაშებში არის ყველა, ხარაიშვილის გარდა.

არადა, თუ გიორგიმ თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა, მას ნამდვილად შეუძლია, გახდეს საქართველოს ნაკრების “ჯოკერი”. ის აქამდე უფრო საკლუბო ფეხბურთელია, ვიდრე სანაკრებო, მაგრამ დროა, ვითარება შეიცვალოს. ნიადაგი ამისთვის უკვე შემზადებულია. ახლა მთავარი ორი რამაა – ვაისმა შანსი მისცეს ხარაიშვილს, ხარაიშვილმა კი ეს შანსი გამოიყენოს…

წყარო: lelo.ge

SHARE