ვის, როდის და სად შეხვდება საქართველოს ნაკრები – თუ ევროპის ჩემპიონატზე გავა

394

ორი მატჩის მოგება და საქართველოს ნაკრები ქართული ფეხბურთის ისტორიას დაწერს!

ვლადიმირ ვაისის გუნდს უნიკალური შანსი აქვს, ითამაშოს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე. ამისათვის მარტში ჯერ ბელარუსის დამარცხებაა საჭირო, მერე კი ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის გამარჯვებულის. შეგახსენებთ, რომ ორივე მატჩი საქართველოში გაიმართება.

გუშინ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა შედგა და გუნდები ჯგუფებში გადანაწილდნენ.

ვის, როდის და სად შეხვდება საქართველოს ნაკრები - თუ ევროპის ჩემპიონატზე გავა

საქართველოს ნაკრები, პლეი ოფში გამარჯვების შემთხვევაში, ფინალურ ეტაპზე C ჯგუფში მოხვდება (ჰოლანდიასთან, ავსტრიასთან და უკრაინასთან). თუმცა, თუკი თუ პლეი ოფის A გზას რუმინეთი მოიგებს (ამის შანსი მცირეა, მაგრამ მაინც), საქართველოს ნაკრები ‘სიკვდილის ჯგუფში’ მოხვდება გერმანიასთან, პორტუგალიასთან და საფრანგეთთან.

წილისყრის შემდეგ, უეფამ ევროპის ჩემპიონატის სრული კალენდარი გამოაქვეყნა. შესაბამისად, ცნობილი გახდა, რომელ ქალქებში, როდის და ვისთან მოუწევს საქართველოს თამაში ევრო 2020-ზე გასვლის შემთხვევაში.

? ყველაზე რეალური C ჯგუფში მოხვედრაა. ასეთ შემთხვევაში, ვაისის გუნდი ორ მატჩს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართავს (ავსტრიასთან და უკრაინასთან), მესამე ტურში კი – ამსტერდამში ჰოლანდიას დაუპირისპირდება.

? იმ შემთხვევაში, თუ რუმინეთიც გავა ევრო 2020-ზე, საქართველო ‘სიკვდილის ჯგუფში’ გადავა და პირველი ორი მატჩის გამართვა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოუწევს (პორტუგალიასთან და საფრანგეთთან), მესამე ტურში კი გერმანიის ნაკრებს მიუნხენში შეხვდება.

ახლა კი გაეცანით ევროპის ჩემპიონატის სრულ კალენდარს დღეების, ზუსტი დროებისა და ქალაქების მიხედვით. მითითებულია თბილისის დრო.

ევრო 2020-ის სრული კალენდარი დღეების მიხედვით

? 12 ივნისი, პარასკევი
A ჯგუფი: თურქეთი V იტალია [რომი, 23:00]

? 13 ივნისი, შაბათი
A ჯგუფი: უელსი V შვეიცარია [17:00, ბაქო]
B ჯგუფი: დანია V ფინეთი [20:00, კოპენჰაგენი]
B ჯგუფი: რუსეთი V ბელგია [23:00, სანკტ პეტერბურგი]

? 14 ივნისი, კვირა
D ჯგუფი: ინგლისი V ხორვატია [17:00, ლონდონი]
C ჯგუფი: ავსტრია V პლეი ოფის D გზის გამარჯვებული, ან რუმინეთი [20:00, ბუქარესტი]
C ჯგუფი: ჰოლანდია V უკრაინა [23:00, ამსტერდამი]

? 15 ივნისი, ორშაბათი
D ჯგუფი: პლეი ოფის C გზის გამარჯვებული V ჩეხეთი [17:00, გლაზგო]
E ჯგუფი: პოლონეთი V პლეი ოფის B გზის გამარჯვებული [20:00, დუბლინი]
E ჯგუფი: ესპანეთი V შვედეთი [23:00, ბილბაო]

? 16 ივნისი, სამშაბათი
F ჯგუფი: პლეი ოფის A (ან D) გზის გამარჯვებული V პორტუგალია [20:00, ბუდაპეშტი]
F ჯგუფი: საფრანგეთი V გერმანია [23:00, მიუნხენი]

? 17 ივნისი, ოთხშაბათი
B ჯგუფი: ფინეთი V რუსეთი [17:00, სანკტ პეტერბურგი]
A ჯგუფი: თურქეთი V უელსი [20:00, ბაქო]
A ჯგუფი: იტალია V შვეიცარია [23:00, რომი]

? 18 ივნისი, ხუთშაბათი
C ჯგუფი: უკრაინა V პლეი ოფის D გზის გამარჯვებული, ან რუმინეთი [17:00, ბუქარესტი]
B ჯგუფი: დანია V ბელგია [20:00, კოპენჰაგენი]
C ჯგუფი: ჰოლანდია V ავსტრია [23:00, ამსტერდამი]

? 19 ივნისი, პარასკევი
E ჯგუფი: შვედეთი V პლეი ოფის B გზის გამარჯვებული [17:00, დუბლინი]
D ჯგუფი: ხორვატია V ჩეხეთი [20:00, გლაზგო]
D ჯგუფი: ინგლისი V პლეი ოფის C გზის გამარჯვებული [23:00, ლონდონი]

? 20 ივნისი, შაბათი
F ჯგუფი: პლეი ოფის A (ან D) გზის გამარჯვებული V საფრანგეთი [17:00, ბუდაპეშტი]
F ჯგუფი: პორტუგალია V გერმანია [20:00, მიუნხენი]
E ჯგუფი: ესპანეთი V პოლონეთი [23:00, ბილბაო]

? 21 ივნისი, კვირა
A ჯგუფი: იტალია V უელსი [20:00, რომი]
A ჯგუფი: შვეიცარია V თურქეთი [20:00, ბაქო]

? 22 ივნისი, ორშაბათი
C ჯგუფი: პლეი ოფის D გზის გამარჯვებული, ან რუმინეთი V ჰოლანდია [20:00 ამსტერდამი]
C ჯგუფი: უკრაინა V ავსტრია [20:00, ბუქარესტი]
B ჯგუფი: ფინეთი V ბელგია [23:00, სანკტ პეტერბურგი]
B ჯგუფი: რუსეთი V დანია [23:00, კოპენჰაგენი]

? 23 ივნისი, სამშაბათი
D ჯგუფი: ჩეხეთი V ინგლისი [23:00, ლონდონი]
D ჯგუფი: ხორვატია V პლეი ოფის C გზის გამარჯვებული [23:00, გლაზგო]

? 24 ივნისი, ოთხშაბათი
E ჯგუფი: პლეი ოფის B გზის გამარჯვებული V ესპანეთი [20:00, ბილბაო]
E ჯგუფი: შვედეთი V პოლონეთი [20:00, დუბლინი]
F ჯგუფი: გერმანია V პლეი ოფის A (ან D) გზის გამარჯვებული [23:00, მიუნხენი]
F ჯგუფი: პორტუგალია V საფრანგეთი [23:00, ბუდაპეშტი]

1/8 ფინალი

? 27 ივნისი, შაბათი
A ჯგუფის მეორეადგილოსანი V B ჯგუფის მეორეადგილოსანი [20:00, ამსტერდამი]
A ჯგუფის გამარჯვებული V C ჯგუფის მეორეადგილოსანი [23:00, ლონდონი]

? 28 ივნისი, კვირა
C ჯგუფის გამარჯვებული V D/E/F ჯგუფის მესამეადგილოსანი [20:00, ბუდაპეშტი]
B ჯგუფის გამარჯვებული V A/D/E/F ჯგუფის მესამეადგილოსანი [23:00, ბილბაო]

? 29 ივნისი, ორშაბათი
D ჯგუფის მეორეადგილოსანი – E ჯგუფის მეორეადგილოსანი [20:00, კოპენჰაგენი]
F ჯგუფის გამარჯვებული V A/B/C ჯგუფის მესამეადგილოსანი [23:00, ბუქარესტი]

? 30 ივნისი, სამშაბათი
D ჯგუფის გამარჯვებული V F ჯგუფის მეორეადგილოსანი [20:00, დუბლინი]
E ჯგუფის გამარჯვებული V A/B/C/D ჯგუფის მესამეადგილოსანი [23:00, გლაზგო]

1/4 ფინალი

? 3 ივლისი, პარასკევი
ბუქარესტის მატჩის გამარჯვებული V კოპენჰაგენის მატჩის გამარჯვებული [20:00, სანკტ პეტერბურგი]
ბილბაოს მატჩის გამარჯვებული V ლონდონის მატჩის გამარჯვებული [23:00, მიუნხენი]

? 4 ივლისი, შაბათი
ბუდაპეშტის მატჩის გამარჯვებული V ამსტერდამის მატჩის გამარჯვებული [20:00, ბაქო]
გლაზგოს მატჩის გამარჯვებული V დუბლინის მატჩის გამარჯვებული [23:00, რომი]

1/2 ფინალი

? 7 ივლისი, სამშაბათი
სანკტ პეტერბურგის მატჩის გამარჯვებული V მიუნხენის მატჩის გამარჯვებული [23:00, ლონდონი]

? 8 ივლისი, ოთხშაბათი
რომის მატჩის გამარჯვებული V ბაქოს მატჩის გამარჯვებული [23:00, ლონდონი]

ფინალი

? 12 ივლისი, კვირა
პირველი ნახევარფინალის გამარჯვებული V მეორე ნახევარფინალის გამარჯვებული [23:00, ლონდონი]

წყარო: popsport.ge

SHARE