ვლადიმერ გუცაევი: არ მომწონს, როცა საშინაო მატჩია და ელოდები, როდის ითამაშებ ფრეს დანიასთან…

631

საქართველოსა და დანიის ნაკრებების მატჩის თაობაზე აზრის გაზიარება ვთხოვეთ ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდასვლადიმერ გუცაევსვინც ტრადიციულად საინტერესოდ ისაუბრა ამ შეხვედრაში ჩვენი გუნდის თამაშის შესახებ:

“ვფიქრობ, დანიასთან ფრე საქართველოს ნაკრებისთვის კარგი შედეგიაამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს! შედეგის მხრივ უკმაყოფილების საფუძველი არ გვაქვს დარა თქმა უნდაკმაყოფილი ვარ მეც

არ შემიძლია, არ ვთქვარომ ბოლო 12-15 წელია მე არ მინახავს ასეთი სუსტი დანიასაერთოდ არ წაუვიდათ თამაშიმინიმალური რაოდენობის მომენტები შექმნეს ჩვენს კართან… მეორე მხრივამაში, შეიძლება, საქართველოს ნაკრების დამსახურებაც დავინახოთ

ახლა, რაც შეეხება ჩვენი გუნდის თამაშსსაშინაო შეხვედრაშიჩემი აზრითმეტი გამბედაობა გვმართებდაარ ვიციშეიძლება ზედმეტად მაქსიმალისტი ვარმაგრამ არ მომწონსროცა საშინაო მატჩია და ელოდებიროდის ითამაშებ ფრეს დანიასთან

რა თქმა უნდასაქართველოს ნაკრებმა ბევრი იბრძოლა და ამისთვის მადლობა ბიჭებს, მაგრამ სტადიონზე გულშემატკივარი სანახაობისათვის მიდისგოლებისთვის მიდის და ეს ყველაფერი არ იყოშენ უნდა აჩვენო ხალხსაც და მწვრთნელსაცრომ შექმნა შეგიძლია...

შეიძლება ითქვასჩვენს თამაშს მარილი აკლდამე ვისურვებდირომ მომდევნო შეხვედრებში მეხილა უფრო შემტევი და სანახაობრივად მოთამაშე საქართველოს ნაკრები

საუკეთესო? გამიჭირდება ვინმეს გამოყოფაფაქტიატრადიციულად კარგად იდგა გიორგი ლორიაოთარ კიტეიშვილმა კარგად ითამაშამაგრამ კიდევ უნდა მოუმატოსისეთი პოზიცია აქვსრომ გუნდის ლიდერი უნდა იყოს… მჯერაის კიდევ გაიზრდებაროგორც ფეხბურთელი.

რაც შეეხება თორნიკე ოქრიაშვილსეს არ იყო ბოლომდე მისი თამაშიგასაგებიაახალგამოჯანმრთელებულია, მაგრამ მაინც… ჯანო ანანიძეს არ წაუვიდა თამაში, მისგან ყველა მეტს ველოდებით, იმიტომ, რომ ვიცითრა შეუძლია“, – გვითხრა ვლადიმერ გუცაევმა.

წყარო: lelo.ge

SHARE