ვლადიმირ ვაისი: ეს ჯგუფი ახალი გამოწვევაა, მაგრამ… ჯერ ბელარუსი!..

475

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში გამართული წილისყრა საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეაფასეს:

ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგამ ჩაანაცვლა ამხანაგური მატჩები და ამის შედეგად თითოეულმა მატჩმა კიდევ უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა. ვთვლი, რომ საკმაოდ საინტერესო ჯგუფში მოვხვდით – ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ კარგი მატჩები გველის. ჩვენი მიზანი უცვლელია და საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფში პირველობისთვის იბრძოლებს. ამ გზით ჩვენ შევეცდებით, რომ იმ ორ საუკეთესო გუნდში მოვხვდეთ, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს”.

ვლადიმირ ვაისი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ეს ჯგუფი ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე მოვახდინოთ კონცენტრაცია. ახალ ჯგუფში ყველას თანაბარი შანსი აქვს. ჩვენ ესტონეთის წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ, ასევე კარგად ვიცნობთ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც, იმედი მაქვს, ფინალურ შეხვედრაში დავუპირისპირდებით. სომხეთიც კარგი გუნდია… საერთოდ, ამ დონეზე ადვილი მატჩები არ არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა მხოლოდ ბელარუსზე უნდა ვიფიქროთ”.

ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენი ნაკრებისთვის ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. ეს პირველმა გათამაშებამ ძალიან კარგად აჩვენა, რადგან პლეი-ოფში თამაშის უფლება მოვიპოვეთ და 26 მარტს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება. აქედან გამომდინარე, ერთა ლიგას ნამდვილად დადებითად შევაფასებ… ?რაც შეეხება წილისყრას და ჩვენს ჯგუფს, რა თქმა უნდა, მიზანი უცვლელია – წინა გათამაშების მსგავსად, ჯგუფი ამჯერადაც მოვიგოთ. ჩრდილოეთ მაკედონიის, ესტონეთისა და სომხეთის წინააღმდეგ ნამდვილად საინტერესო მატჩები გველის”. (gff.ge)

წყაქრო: lelo.ge

SHARE