ვლადიმირ ვაისი: მადლობა ქეცბაიას იმისთვის…

358

ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ჯერ არ იცის, დარჩება თუ არა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში:

…”რა თქმა უნდა, დღევანდელი მატჩი მნიშვნელოვანი იყო, უნდა მოგვეგო და ასეც მოხდა – გავიმარჯვეთ და ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით ევროპის ჩემპიონატის საგზურს…

…”ვიგებდით და მეორე გოლის გატანა ძალიან მნიშნელოვანი იყო. გვქონდა კიდეც შანსები – ხვიჩა კვარაცხელიას, ვაკო ყაზაიშვილს… მაგრამ, ვერ შევძელით და მერე თამაში დაიძაბა…

…”მიმაჩნია, რომ კიტეიშვილს უკეთ შეეძლო თამაში. დაცვის კარგ თამაშს აღვნიშნავ. განსაკუთრებით, ცენტრალური მცველების, რომელთა მოქმედება საიმედო იყო. დვალი საჭირო მცველია და მისთვის ნაკრების კარი ღია იქნება, მაგრამ ჯაბა კანკავასა და გურამ კაშიას გარეშე გუნდი წარმოუდგენელია…

…”მთავარი იყო, მოგვეგო და ეს გავაკეთეთ, ახლა მთავარია, კარგად დავისვენოთ და ორ დღეში პოლონეთში უნდა გავემგზავროთ, სადაც სომხეთთან მატჩი გველის. ჩემთვისაც მნიშვნელოვანია ამ ნაკრებთან თამაში, რადგან მათთან ჯერ არ მომიგია და იმედია, პოლონეთიდან გამარჯვებით დავბრუნდებით…

…”ოქრიაშვილი დღეს მართლაც გამორჩეული მოთამაშე იყო. მას ძალიან მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. მადლობა ქეცბაიას, რომ ათამაშებს ოქრიაშვილს. მან ერთ გუნდში შეკრიბა ლორია, დაუშვილი, ოქრიაშვილი და ქვილითაია. ამით საქართველოს ნაკრებს ფანტასტიკური საქმე გაუკეთა…

…”ჩაკვეტაძემ ბოლო თამაში ტრავმით ითამაშა. ჩვენ ყველა ვცდილობთ. მას ყველანაირად დავეხმარეთ… სამწუხაროდ, ის მზად არ არის. ექიმების მცდელობის მიუხედავად, გუნდს 12 ოქტომბერს დაუბრუნდება…

…”შეცვლაზე შესული მოთამაშეებისგან უფრო მეტს ველოდით. გვეგონა, შეტევებს უფრო გაამწვავებდნენ… იმედია, ისინი შემდეგ თამაშებს უკეთ ჩაატარებენ…

…”დავრჩები თუ არა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში? მწვრთნელის კონტრაქტი შედეგზეა დამოკიდებული. საქართველოს ნაკრებთან ერთად 5 მშვენიერი წელი გავატარე და ვნახოთ, რა იქნება მომავალში… ყველაფერი შედეგზე იქნება დამოკიდებული.

…”ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად დაიღალნენ. სომხეთთან, მინიმუმ, 4 ცვლილება იქნება…

…”ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს ნაკრებთა შეხვედრაზე რა გითხრათ – ჩვენ მაკედონიელები ვნახეთ და უკეთ ვიცნობთ. მაგრამ ახლა მათზე ფიქრის დრო არ გვქვს, რადგან ერთა ლიგაში ორი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი…

…”არ ვიცი, მარტში თამაში სჯობდა თუ ახლა. ნახევარფინალსა და ფინალს შორის ახლა პაუზა ერთი თვეა, მარტში კი კალენდრით სამი დღე იყო”.

წყარო: lelo.ge

SHARE