ვლადიმირ ვაისი: შედეგი მისაღებია… ცვლილებები? ვნახოთ…

378

სამხრეთ კორეასთან ფრედ (2:2) ნათამაშები მატჩი ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა და საქართველოს ნაკრების დებიუტანტმა ზურიკო დავითაშვილმა შეაფასეს

ვლადიმირ ვაისიბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობამ მატჩის მოგება შეგვეძლოეს განსაკუთრებით პირველ ტაიმს ეხებაასეთი მომენტები უნდა გამოვიყენოთრადგან მნიშვნელოვან თამაშებში ეს გადამწყვეტი იქნება

…მოხარული ვარრომ ვაკო (ყაზაიშვილი) ასეთ ფორმაში დაგვიბრუნდაეს სწორედ ისეთი თამაში იყოროგორსაც მისგან ველი და, ჩემი აზრითმას გოლიც უნდა გაეტანაასევე მიხარია ოქრიაშვილისა და ანანიძის დაბრუნება

…დავითაშვილმა საკუთარი პოტენციალი კარგად წარმოაჩინადებიუტის კვალობაზე მისით ძალიან კმაყოფილი ვარმან კარგად ითამაშა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში

…ჩემი აზრითდაცვის ცენტრში კარგად იმოქმედეს ტაბიძემ და კაშიამ

…კიტეიშვილი მოედანზე საუკეთესო იყომისით კმაყოფილი ვარრადგან დაამტკიცარომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში

…კორეა დანიისგან განსხვავებული გუნდიათუმცა შედეგი მისაღებიარადგან მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდი იყორომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენმნიშვნელოვანიარომ ტრავმა არავინ მიიღო და ახლა კვირის თამაშისთვის გავაგრძელებთ მზადებას

დანიის წინააღმდეგ შემადგენლობაში რამდენ ცვლილებას გავაკეთებ, ამას პარასკევის ვარჯიშის მერე გადავწყვეტდავაკვირდებით, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ძალებსრა თქმა უნდაშემადგენლობასთან დაკავშირებით ვარიანტები უკვე მაქვს და ვნახოთ, რომელს შევარჩევთ თამაშისთვის...

ჯაბა კანკავა გუნდის ერთერთი ლიდერიათუმცა, როგორც იცით, ყვითელი ბარათების გამო დანიასთან ვერ ითამაშებს. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის გუნდთან ერთად ყოფნა”

თავის დებიუტსა და განვლილ შეხვედრაზე ზურიკოდავითაშვილმაც ილაპარაკა:

კარგი თამაში ვაჩვენეთბევრი მომენტი შევქმენითმოგება შეგვეძლო და სამწუხაროარომ შეხვედრა ფრედ დასრულდამომენტების გამოყენების შემთხვევაში, ვფიქრობმატჩს სასურველი შედეგით დავასრულებდით

რაც შეეხება ჩემს დებიუტსრა თქმა უნდამოხარული ვარ და მადლობას ვუხდი მთავარ მწვრთნელს შანსისთვისვაგრძელებთ მზადებას დანიის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის, რომელშიც 3 ქულისთვის ვიბრძოლებთ”.

წყარო: lelo.ge

SHARE