ზიდანს წყალი შეუდგა. თუ რეალი გალათასარაის ვერ მოუგებს…

288

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩი თურქეთში “გალათასარაისა” და “რეალს” შორის, შესძლოა, ზინედინ ზიდანისთვის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო აღმოჩნდეს – ამ ინფორმაციას ესპანური El Mundo ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, “ბერნაბუეზე” ბოლოდროინდელ შედეგებზე მეტად, გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხით არიან შეშფოთებულნი.

ბევრი რამე შესაძლოა 22 ოქტომბერს “გალათასარაისთან” მატჩმა გადაწყვიტოს. თუ “რეალი” ამ შეხვედრას ვერ მოიგებს, დიდი შანსია ზინედინ ზიდანს კარისკენ მიუთითონ. კლუბის ხელმძღვანელობა ზიზუს შემცვლელზე უკვე ფიქრობს, განიხილავენ ჟოზე მოურინიოსა და მასიმილიანო ალეგრის კანდიდატურებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე 2 ტურის შემდეგ რეალი 1 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო ლა ლიგაში, ბოლო ტურში “მალიორკასთან” განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, მეორე საფეხურზეა და ლიდერ “ბარსელონას” 1 ქულით ჩამორჩება.

წყარო: lelo.ge

SHARE