ზორან ზეკიჩი (შერიფის მწვრთნელი): ვერ წარმოვიდგენდით, რომ საბურთალო ასეთი ძლიერი იქნებოდა…

326

“საბურთალოსთან” მატჩის შემდეგ “შერიფის” მთავარმა მწვრთნელმა ზორან ზეკიჩმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

– გუნდის ძირითადი ბირთვი 20 დღის წინ შეიკრიბა. მაგრამ ეს არ იყო წაგების ერთადერთი მიზეზი. “საბურთალოს” რეალური შესაძლებლობები ვერ შევაფასეთ და პირველ შეხვედრაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ჩემს ფეხბურთელებს ვეუბნებოდი, რომ ის, რაც ტირასპოლში გააკეთეს, დაუშვებელი იყო.

– პირველი 10 წუთის შემდეგ 0:3- წარმოიდგენდით?

– რა თქმა უნდა, ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. პირველ მატჩში ჩვენ ვერ დავაფასეთ მეტოქე, ახლა კი “საბურთალოს” ეგონა, რომ სუსტ გუნდს ხვდებოდა… ეს არის ერთადერთი მიზეზი, თამაში ასე სუსტად რომ დაიწყეს. ძალიან მომეწონა სწრაფი კოხრეიძე, რომელიც ვერ შევაჩერეთ.

– თამაშის შემდეგ მასთან მიხვედით და საინტერესოარაზე ელაპარაკებოდით?

– სამწუხაროა, რომ მეტოქე გუნდში თამაშობდა. თუმცა მისი ფეხბურთით სიამოვნება მივიღე. ნიჭიერი მოთამაშეა და მთავარია, არ გაჩერდეს.

– ფავორიტი “შერიფი” “საბურთალოსთან” რომ დამარცხდა, ამის გამო, შესაძლებელია, რომგუნდში პრობლემები შეგექმნათ?

– ცხადია, შედეგზე პასუხისმგებელი მწვრთნელია და ეს წაგება ჩემი ბრალია. ვიმეორებ, “საბურთალოს” თამაში სამჯერ ვნახეთ და ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთი გუნდი იქნებოდა. შემდგომ ეტაპზე გასვლას მივულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ!

 

წყარო: lelo.ge

SHARE