თორნიკე შენგელიას ცსკა-ს კალათბურთელია!

457
მოსკოვის ცსკას ოფიციალურმა ვებ გვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.
“თოკო დინასტიის გამგრძელებელია – მამამისი, კახა სსრკ-ს ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო და ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ითვლება. საკალათბურთო განათლება უმცროსმა შენგელიამ ფაქტობრივად, ესპანურ “ვალენსიაში” მიიღო, რომლის რიგებშიც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდა, შემდეგ კარიერა ბელგიაში განაგრძო და ამერიკელმა სკაუტებმა სწორედ იქ შეამჩნიეს.
NBA-ის 2012 წლის დრაფტზე ქართველი 54-ე ნომრად “ფილადელფიამ” აირჩია და მალევე გაცვალა “ბრუკლინში”. 2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს ევროპაში დაბრუნდა და ბოლო 6 წელი “ბასკონიას” რიგებში გაატარა. სწორედ ბასკურ კლუბში თამაშით მოიპოვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მძიმე ფორვარდის სტატუსიც,”- წერია ცსკა-ს განცხადებაში.
წყარო: sportall.ge
SHARE