თორნიკე შენგელია ცსკა-ს 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა

566

„ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-ს შეუთანხმდა. როგორც ბერძნული სააგენტო SDNA იტყობინება, კონტრქტის გაფორმება უკვე გადაწყვეტილია.

რუსული კლუბი „ბასკონიას“ 1.5 მილიონ ევროს გადაუხდის და ქართველი კალათბურთელი მოსკოვურ გრანდში ჩაირიცხება.

თუმცა, ამავდროულად, Eurohoops-ის ჟურნალისტი, ნიკოს ვარლასი ტვიტერში წერს, რომ კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არაა:

„ბასკონიასა“ და ცსკა-ს შორის გარიგება ჯერ არ შემდგარა. ორივე მხარე კვირებია მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ახლა საკმაოდ ახლოს არიან შეთანხმებასთან. თუ საბოლოოდ შეთანხმდებიან, თორნიკე შენგელია მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს“, – წერს ვარლასი ტვიტერში.

ჩვენის მხრივ შეგახსენებთ, რომ 2019-2020 წლების სეზონში ლიგა ენდესაში შენგელია საშუალოდ 33 წუთში 16.6 ქულას, 6.3 მოხსნას, 2.7 პასს, 1.4 ჩაჭრასა და 0.3 დაფარებას აგროვებს, ევროლიგაში კი საშუალოდ 30:24 წუთში 15.9 ქულას, 5.6 მოხსნას, 2.9 პასს, 1 ჩაჭრასა და 0.5 დაფარებას აგროვებდა.

წყარო: worldsport.ge

SHARE