ინტერვიუ ანტუან გრიზმანთან

384

“ბარსელონას” ახალწვეულმა, ანტუან გრიზმანმა, კატალონიურ Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც მან ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

– რას გვეტყვი “ბარსელონაში” გატარებული პირველი 2 კვირისა და აზიური ტურნეს შესახებ?

– ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ეს ოცნების ახდენას ჰგავს, მაგრამ დიდი ხანი ვიმგზავრეთ. საუზმე სავალდებულოა და ძილისთვის ბევრი დრო არ გვაქვს, თუმცა ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა.

– თავს უკეთ გრძნობ ვარჯიშებზე და ‘რონდოს’ თამაშის დროს?

– პირველ ვარჯიშზე ბურთი ფეხებს შორის 2-ჯერ გამიტარეს, ამიტომ ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. ‘რონდოს’ ცენტრში ხშირად არ ვარ და ამ შესაძლებლობას ვიყენებ.

– მოედანზე პოზიციის დასაბრუნებლათ მაღალი პრესინგი მოითხოვე?

– ვმუშაობთ იმაზე, როგორ დავიბრუნოთ დაკარგული პოზიცია. მეტოქის საჯარიმოში ყოფნა მოგვწონს, რისთვისაც მაღალი პრესინგია საჭირო. რაც უფრო მეტს თამაშობ ასე, ამის სწავლა გიადვილდება.

– შენი დებიუტი ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე შედგა. ეს ის პოზიციაა, სადაც თავს კომფორტულად გრძნობ?

– “ატლეტიკოში” ამ პოზიციაზე რამდენჯერმე მითამაშია, თუმცა თავდამსხმელის უკან თავს უკეთ ვგრძნობ. მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რაც გუნდსა და თანაგუნდელებს სჭირდებათ. მათ იციან, რომ მარცხნივ, მარჯვნივ ან ცენტრში თამაში შემიძლია. ეს პრობლემა არაა.

– 9 ნომრად თამაში, ალბათ, გუნდში უფრო დიდ მნიშვნელობას მოგანიჭებდა?

– მომწონს, რომ გუნდისა და მწვრთნელისთვის თავს მნიშვნელოვნ ფეხბურთელად ვგრძნობ. მჯერა, რომ პირველივე მომენტიდან, როდესაც სავარჯიშო მოედანზე გავედი, ეს დავამტკიცე. ყველაზე მნიშვნელოვანი გოლების გატანა და ასისტების გაკეთებაა.

– შეიძლება თუ არა გუნდთან, ამდენ ვარსკვალვთან შეწყობა გაგიჭირდეს?

– არა, ეს პრობლემა არაა. ასე რომ იყოს, აქ არ ვიქნებოდი. ძალიან მინდა ლეოსთან შეხვედრა, მასთან, სუარესთან, დემბელესთან ერთად თამაში…

– როგორ ჟღერს შენთვის გრიზმანი-მესი-სუარესის შემტევი ტრიო?

– ძალიან კარგად! ქაღალდზე ეს ძალიან კარგად ჟღერს. თუმცა, ყველაფერი მოედანზე უნდა ვაჩვენოთ. მე მჯერა გუნდის. ჩვენ გვყვავს ასევე დემბელე, მალკომი, კოუტინიო, მაღალი დონის შემტევები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმარებიან.

– შეტევაში ნეიმარის დამატება სიგიჟე იქნებოდა?

– ვნახოთ, რა მოხდება. ამ ტრანსფერისთვის ბევრი დეტალი არსებობს. ნეიმარი მსოფლიო დონის ფეხბურთელია, ამიტომ მისი გადმოსვლა შესაძლებელია.

– მწვრთნელმა რომ 4 თავდამსხმელით თამაში მოისურვოს, დაცვითი სამუშაოების შესასრულებლად მზად ხარ?

– “ატლეტიკოში” ჩემი მატჩები გინახავთ. ჩემთვის ეს პრობლემა არაა. რაც უფრო მეტს ვთამაშობ ბურთით თავდასაცავად, თავს უფრო უკეთ და დამაჯერებლად ვგრძნობ. ეს ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრობლემა არაა. თავდაუზოგავად მუშაობა და მოგებისთვის ყველაფერის გაკეთება პრობლემა არ იქნება.

– “ბარსელონაში” ცუდად ახსოვთ არდა თურანი, რომელმაც კატალონიურ კლუბში გადასვლისას განაცხადა, რომ დაიღალა სიმეონეს ხელმძღვანელობით თამაშით. შენ შემთხვევაში ასე არ ჩანს…

– საბოლოოდ, ყველა ისე ფიქრობს, როგორც მათ უნდათ, რომ ფიქრობდნენ. სიმეონეს გარეშე აქ არ ვიქნებოდი. მან სრულყოფილი ფეხბურთელი გამხადა. მადლობა ჩოლოს, რომ ევროპა ლიგა და მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე.

– ტოკიოში განაცხადე, რომ ლუის სუარესმა მისასალმებელი შეტყობინება გამოგიგზავნა. შენ მას გოდინის ქორწილში შეხვდი. ფიქრობ, რომ მასთან ერთად მუშაობა კარგი იქნება?

– ჩვენ ერთმანეთს ჯერ არ ვიცნობთ. პატარა მიმოწერა გვქონდა, ბოლო რამდენიმე დღე კი ერთმანეთს ვესაუბრეთ. ჩვენ კარგად ვეწყობით. მალე ერთმანეთს ვარჯიშებზე ყოველდღე ვანხავთ. დარწმუნებული ვარ, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს ერთმანეთს ხშირად შევხვდებით.

– სუარესთან რთულ ბრძოლას ელი, თუ ორივე 9 ნომრად თამაშს აპირებთ?

– ურუგვაელებს ეს მოსწონთ. ისინი წაგებას ვერ ეგუებიან და მოედანზე ყველაფერს აკეთებენ. ასეთი თანაგუნდელის ყოლა კარგია, რადგან ეს უფრო გამოტივირებს.

– რას ფიქრობ ლეო მესის იმედგაცრუებაზე მას შემდეგ, რაც შენ “ბარსელონაში” გასულ სეზონში არ გადახვედი? მან მაშინ შენზე საჯაროდ ისაუბრა.

– მისმა სიტყვებმა თავი ძალიან ბედნიერად მაგრძნობინა. ის საუკეთესოა. როდესაც მესი საუბრობს, მას მთელი მსოფლიო უსმენს. ლეომ ეს იცის. მისმა სიტყვებმა თავი ძალიან ამაყად მაგრძნობინა. მინდა საბოლოოდ ლეოსთან ერთად ვითამაშო. მინდა მესის შევხვდე, გავიცნო, ვუყურო ვარჯიშებზე, ვითამაშო მასთან ერთად, გავუკეთო ასისტები… ეს შესანიშნავი იქნება.

– ლეოსთან ერთად თამაშის სიტუაციებზე გიფიქრია?

– ამაზე მიფიქრია საწოლში, ვარჯიშზე და ვიდეოების ყურებისას. გონებაში ‘ფილმს’ ქმნი. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

– როგორია შენი შთაბეჭდილება ვალვერდეზე? ჩემი აზრით, მას სიმეონესთან საერთო არაფერი აქვს…

– ისინი ძალიან განსხვავებულები არიან. ვალვერდე უფრო მშვიდია. ის არ ყვირის ისე ძლიერ, როგორც ჩოლო. თუმცა, მას აქვს მკაფიო იდეები და იცის, როგორ ულიდეროს გუნდს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

– რა სურს ანტუან გრიზმანს “ბარსელონაში”?

– მინდა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიყო ახლა და მომავალში. იმედი მაქვს, კლუბს დავეხმარები, ის კი, თავის მხრივ, მე დამეხმარება.

– “ატლეტიკომ” “ბარსელონაში” შენი ტრანსფერი გაასაჩივრა. წარმოგიდგენია რა მოხდებოდა, “რეალში” რომ გადასულიყავი?

– ამაზე ფიქრი არ მინდა. ეს ჩემთვის მტკივნეული საკითხია, მაგრამ რაც არის, არის. ფეხბურთში ასეთი რაღაცები ხდება. მე მშვიდად ვარ. მხოლოდ “ბარსაზე” ვარ კონცენტრირებული და ვცდილობ ვისწავლო, როგორ გავაუმჯობესო პრესინგი და განვვითარდე.

– ოდესმე “რეალში” გადახვიდოდი?

– ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ან რა შეიძლება ყოფილიყო. შესაძლოა, კალათბურთელი ვყოფილიყავი. ამაზე საუბრის აუცილებლობა არ არსებობს.

– ვინმეს უთქვამს, რას გრძნობენ გულშემატკივრები და რამდენად ეწყინათ შენი ვიდეო, სადაც გადაწყვეტილება გააჟღერე?

– მესმის, რომ ზოგიერთები, შესაძლოა, გაბრაზებულები იყვნენ, მაგრამ შევეცდები მათი გულები ასისტებითა და გოლებით მოვიგო. მოუთმენლად ველი ფანებთან კავშირის დამყარებას, რათა მათ ისიამოვნონ ჩემი ყურებით, მე კი მათთვის თამაშით სიამოვნება მივიღო.

– როდესაც ფანებმა “კამპ ნოუზე” დაგისტვინეს, ამან “ბარსელონაში” შენს ტრანფერში რაიმე ეჭვი შეიტანა?

– ამ მატჩში მხოლოდ ჩემ გუნდზე ვფიქრობდი. მხოლოდ ანგარიში, გოლის გატანა და მოგება მაინტერესებდა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო.

– აზიურ ტურნეზე ჩანს, რომ დემბელეს შენთან ერთად ყოფნა უფრო აბედნიერებს. შეიძლება შენი მოსვლა მას სიტუაციის შეცვლაში დაეხმაროს?

– ჩვენ ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს ნაკრებში და ახლა “ბარსაში”. ის ერთი კვირით ადრე დაბრუნდა და ვხედავ, რომ მას მნიშვნელოვან ფეხბურთელად გახდომის დიდი სურვილი აქვს. აქ ყველა ერთმანეთს ვეხმარებით. ის ბედნიერია. უსმანს ვენდობი როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.

– რა რჩევას მისცემ, როგორ იმოქმედოს უფრო პროფესიონალურად?

– კარიერის დასაწყისში პრობლემები ყველა ფეხბურთელს აქვს. ასეთი გზა გამოვიარე მეც, განვვითარდი და ვისწავლე. ის ჭკვიანია. დემბელემ იცის, რა უნდა გააკეთოს. ჩვენ აქ ვართ, რათა მას დავეხმაროთ, დავეხმაროთ, რომ განვითარდეს და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს, რადგან ის ძალიან ნიჭიერია.

წყარო: barcamania.ge

SHARE